ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2015


წვიმა და შენ

წვიმს.
მე შენზე ფიქრებით უგონოდ ვითვრები,
გამახსენდები, თვალებს დავხუჭავ,
რომ არ შემეტყოს დარდი მალული
და სიყვარული გადამალული.
წვიმს.
და მე ეს წვიმა მაგონებს შენს თავს,
რადგან მასავით ხარ შორეული.
ფანჯრის დარაბებს დავხურავ ახლა,
არ დავინახი წვიმა ეული.
წვიმს.
დახურული ფანჯრის მინაზე
მომიკაკუნებს წვიმის წვეთები,
მე თავშიშველი გავალ წვიმაში . . .
ასე მგონია, სადღაც შეგხვდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები