თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სასადილოს ტიპის "კაფე-რესტორანი" უძილობა გადატვირთული გზები საცობი თავში უცნაურია ისევ ვგრძნობ შენი პარფიუმის სუნს ფიქრები შორეულ ოცნებებზე მე ჩემი ქიმერა მიცავს ნაგავი ქუჩებში სულებში ტყეებში სახლში ურნებში ჩამჯდარი სუნივით ყარს ქალიშვილობა მოდაში იყო და არა იყო პერსევერაცია წარსულის გარყვნილება გონების ტენდენცია მრავაჯერ გაუპატიურებული ცნობიერება შენ უკვე ქალი ხარ "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" მესაზღვრე "ჩამტყდარი ხიდი" სულისწამღებად იცინის ისტორიად ქცეული აწმყო ხვალ შეკვეთა მიართვეს მადისაღმძვრელი სუნი სხეულს მოდებული კიბო ორგაზმი პოეტური სიყვარულის მწვერვალი ილუზია შენ აღფრთოვანდი მოზარდი ქალით გულწრფელობის დეფიციტი ქცეული ინტრიგად პრიმატი რომელიც ბანანს ჭამს ჩვენ გვიყვარს ბინძური თამაშები ასოციაციობანა აღგზნება რესპირარე Fორტე ახსოვდა ოხშივარი ასდიოდა ვნებას სირცხვილი ამოცოცდა სხეულზე სურო ბალახი ხროტინებს საფეთქლები ჩაი ჩი ჩქარა ჩაი გამუდმებით მეორდება მე დავიღალე გაჰკივივის ჯეი მყვირალა დაარქვეს ანანიზმი ზეიმი ირონია დღის ამბებს გადმოსცემს "გრამაფონი" რადიო სამყარო იცვლება ხალხი უსმენს და არ ლაპარაკობს პირველად შვიდი ნაოჭი შუბლზე რუტინა შემოსრიალდა შენში ცოდვა არ განაყრებს სიკეთე მსუყეა პოეზია მარადისობად ქცეული ნიუანსი შეუცნობელი წამი ალბათ სამოთხეშიც იქნბა საუბრები ლეტერატურაზე რავქნა პეპელა ნურც გაფრინდეს ნურც მოფრინდეს რატომ არ გიყვარვართ ეკითხებოდა პატარა ბავშვი არ იცოდა რომ მოცარტი იყო გაშეშებული გაყინული უაზრო მზერა დააჩქარე აწმყო მომავალში მოკვდა დაიბადა დაიბადება.