ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანიტა
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2015


...

ერთი ცხოვრება არ ყოფილა საკმარისად დიდი იმისთვის,
რომ დარჩენილი სიტყვები მეთქვა,
ნაფლეთებად გაცლი თანხმოვნებს,
მინდა, ისეთი მშვიდი იყო, როგორც ეს დილა.
გპარავ ოცნებებს,
ჰოდა ახლაც სიზმრებიდან გამოვიპარე.
...
შუბლის წვერამდე ვივსები შენით,
აქ შენში ვდგავარ, ცივი და მარტო,
მთელი სამყარო მაცვია ტანთ და მაინც არ მყოფნი.
ჩემი სიმშვიდე თუკი ახლა ცაზე მეტია,
იმ ცას შენ გჩუქნი.
შენ ხარ ისეთი, ღრუბლების რომ არ ეშინია,
ის ერთი შენ ხარ.
ყოველ საღამოს, როცა შუქებს ვაქრობ ოთახში,
როცა კედლებზე ირევიან ჩვენი ლანდები,
ვრჩები მარტო და
ტკივილებით იბუჟება მთელი სხეული.
შენ ხარ ის ერთი,
თვალებში რომ ათასმეერთედ
ჩავხედავ და დაველოდები ჯერ კიდევ წეღან
მეათასედ ნათქვამ მიყვარხარს.

დღეს უცნაური გემო აქვს ჰაერს,
შენ გარეშე გაწვიმებას ვცდილობ გავექცე,
გავექცე და, ბოლოს მაინც შენთან მოვდივარ.
ჩემი სიმშვიდე ახლა ცაზე ისე მეტია,
ისე მეტია,
ყველა ჩასუნთქვით.
მეშენმიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები