მოდი და გაფანტე შავ-თეთრი ფერები, სამოთხედ დახატე ცხოვრება უსულო, მოდი და აქციე სიჩუმე ბგერებად, ჩვენივე საქციელს შორიდან ვუყუროთ..
შეხედე კვირტებად დახეთქილს, კანიდან სისხლებად სიმშვიდე რომ მოსდის ბუნებას მოდი და დავიწყოთ სუნთქვები თავიდან, სულ ყველას ვაჩუქოთ ღიმილი, სულ ყველას !
გრძნობები გავიყოთ, შენ ბევრი, მე-უფრო, ავწონოთ ოცნება, ვის უფრო მეტი აქვს.. ერთმანეთს ისეთი შეხვედრა მოვუწყოთ, როგორიც ადრე და როგორიც მეტწილად..
მოდი და გაფანტე შავ-თეთრი ფერები, სამოთხედ დახატე ცხოვრება უსულო, მოდი და აქციე სიჩუმე ბგერებად, ჩვენივე საქციელს ღიმილით ვუყუროთ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|