ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ტოტოჩავა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2015


მშვიდობით

მშვიდობით მივდივარ
გიტოვებ ჩემს სითბოს,
მე მაინც ვისჯები
და ვიცი ღირსი ვარ.
დღეიდან გივიწყებ
რადგანაც ვიცი რომ
ხვალიდან მინატრებ
და მაინც მივდივარ.....

წარსულთან შორია
რომ ისევ დავბრუნდე,
ეხლა ხომ დროებას
ეცვალა ფერები.
სიცრუეს გავხადე
ასხმული ჯავშანი,
და მარტოდ დარჩენილს
ვხვდები რომ ვნებდები.

გშორდები რადგანაც
არ მინდა გიხილო
არ მინდა ვიფიქრო
ტყუილზე იმედით
გპირდები....
ვატარებ ჩემს გულში სიმართლეს
სინდისის მანტიას ავისხამ ღირსებით.

მშვიდობით მივდივარ
გიტოვებ ჩემს სითბოს,
მე მაინც ვისჯები
და ვიცი ღირსი ვარ.
დღეიდან გივიწყებ
რადგანაც ვიცი რომ
ხვალიდან მინატრებ
და მაინც მივდივარ.....

ნ.ტოტოჩავა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები