ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2015


ანანოს

არაფხიზელ მდგომარეობაში დაწერილი ლექსები



შენ ჩემი მეგობარი გქვია
შენ ჩემს ფიქრებს არ ებღაუჭები
შენ ძილის წინ მწერ მესიჯებს
და ჩემს ფიქრებს აძლევს ბიძგს
გამყვნენ სიზმრებშიც.








შენი ძილის წინ ნათქვამი სიტყვები
ყლეზე მკიდია,
მე გამოვიძახე გულის ექიმი,
მას ეცვა მოკლე კაბა
და ჩვენ გვქონდა ორალური სექსი.

მენატრება შენი ხელით შავ ტაფაზე
შემწვარი კვერცხი.


დაღლილი ვარ და უფრო მენატრები
არარაობა ვარ და კიდევ უფრო მენატრები
მე ჩემი შესაძლებლობები მოვკალი
და ჩემი თავი მენატრება,
ჯაკობსი ყავა დამისხი,
სწრაფად ვწერ პასტით,
რომელიც ჩემი ასოს ტოლია.
მენატრება ათ საათზე დაძინება,
სიმშვიდე,
ღმერთიც.
მენატრება ფეისბუქის ხმა,
როცა ბესიკ ჯანკარაშვილი პოსტავს,
პოსტავს,
პოსტავს,
ითხოვს შველას - ითხოვს მკურნალობას,
ყველა ჯგუფში,
ყველა გვეერდზე,
ყველას ვოლზე,
ყველას ჩათში,
პოსტავს,
პოსტავს.
ჩვენს გულებში ვერ დაპოსტა,
რომ ჩავურიცხოთ ლარი,
ზოგმა ათი ლარი,
ვიღაც ნაბოზვარმა ბიზნესმენმა ასი ლარი,
ათასი ლარი,
მილიონი
და ვუმკურბალოთ ყველას,
ვინც დგას ქუჩაში,
ითხოვს შველას,
ითხოვს ჯანმრთელობას,
ითხოვს სიცოცოხლეს.
ითხოვს სიყვარულს,
და ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვაქვს -
ორი ათას წლიანი მძღნერი,
ყველას ხელებში გვიჭირავს მძღნერი.

სიკვილის მხარეში,
ჯადოსნურ მხარეში
მე ვერ გიშველი
მე ვერ გიშველი
ალბათ არსებობს უსაფრთხოება
მე ვერ წაგიყვან
მე ვერ წაგიყვან
უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს,
ნუ თხოვ საყვარელ მეძავს,
რომ სექსი სიცოცოხლედ ღირს,
რომ შენს შველას ვერავინ ბედავს,
რომ შენ არ უყვარხარ გმირს.
მე ვერ წაგიყვან,
მე ვერ წაგიყვან,
უმანკოება მოგკიდებს ხელს,
უმანკოება მოგაჭრის ხელს,
უმანკოება გაჩუქებს ფრთებს.









მე დავიღალე,
მე არ მაქვს გრძელი ხელები
ჩემი მკლავები შენს წელს ვერ წვდება,
ვერ ეხებიან ჩვენი სხეულები.
ო, როგორ ვებრძვი რეალობას,
რომ შევინარჩუნო შენთან მეგობრობა.
დავიღალე უშენოდ ყოფნით,
მე შენში ახალს არ ვეძებ,
მსურს გკითხო რა ფერია ჩემი თვალები.
მინდა მჯეროდეს შენი
უფრო მეტად ვიდრე სხვების.
მინდა ვილოცო თვალებ-დახუჭულმა,
ვიკითხო ბიბლია და გკითხო,
ნუ თუ ერთხელაც არ შეიძ;ება სექსი?
მთელი ჩემი ცხოვრება რიტუალი იყო,
დღეს კი რიტუალმა დაკარგა ადგილი,
ჩემს სულში თეთრი ვერხვებია
მე რეალური ღმერთის პოვნა მსურს
მას ლამაზი თვალები აქვს,
მას გულწრფელი სიტყვები აქვს,
ის არ ატრაკებს უმიზეზოდ,
იესოსთან ერთად ბესეტკაში ჯდომა მსურს
და ფეხბურთზე ლაპარაკი.

ღმერთო მომეცი სამსახური,
მხოლოდ ჭამის, გზის და ზმანის ფული,
ბევრი დრო კი შენთან სასაუბროდ.

გაიღიმე ანანო - ყველაფერი სისულელეა.
ჩვენს მეგობრობას შენი გათხოვება გააქრობს,
ჩემი ცოლი შენთან მესიჯობის უფლებას არ მომცემს.
მთხოვს ბავშვს ვუყიდო სათამაშო,
მე კი შენ შეგეჩვიე, მაგრამ ესეც სისულელეა.
ჩვენს შორის სუფთა ჰაერი დარჩა.



შენს თმებს სუნი აქვთ,
შენს სხეულს მკერდი უხდება
შენს ბაგეებს ვერ ვეხები
მხოლოდ ფეისბუქით გესაუბრები.
შენ დილით მიმზადებ ჩაის,
შემდეგ ჩემს შვილს აძინებ,
საღამოს ამბობ რომ გიყვარვარ,
ჩვენ დღეს ერთმანეთს სიზმრებში ვხედავთ.
ყველაფერი ნოსტალგიაა,
ყველაფერი რომანტიკაა,
ყველაფერი სიყვარულია,
ყველა ფერი სრულდება ერთ დღეს.
ქაოსი ჩემს თავში,
სიმშვიდე შენში,
წავიდეთ სასაფლაოზე
იქნებ იქ გველოდება ღმერთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები