მირონმდინარი ვიყიდე ხატი, და ყოველ დილით იქ ვეცემოდი სადაც ეკიდა ღმერთის სიწმინდე, და იქვე გვერდით იდგა კომოდი.
მწამდა სიწმინდის, მწამდა სამების, ბოროტი იყო ჩემთვის არა რა, ყოველ გავლისას თავად ამ ხატში ჩანდა სამოთხის ლურჯი კამარა.
ხატი მირონით იჟღინთებოდა, რწმენა კი ჩემი არის „რაციო“, კარი მოკეტე, უფალი ზის და წასვლამდე მინდა არ გავაციო.
რისი თქმა მსურდა? იმის რომ ხალხი ვეძებთ სასწაულს ცაში, საგნებში, ზეცაში, ზღვაში, ცის კამარაში, წვიმის წვეთების დანაგუბებში.
სასწაული კი თავად ჩვენშია, სასწაული კი ფასობს არაფრად , იწამე, ღმერთმა აყალო მიწა, როგორ გაქცია ადამიანად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|