ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაბრი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2015


პაპას

ვერ გავურბივარ დარდებს
და სიმწრის ცრემლებს ვყლაპავ
რატომ დაგვტოვე ადრე
მეტად ძვირფასო პაპავ?

სევდით აღსავსე გულში,
მეფობს ზამთარი მკაცრი.
ქუჩაში შემხვდა გუშინ,
ერთი ჭაღარა კაცი

სახე ნათელი, თბილი,
ოდნავ მოხრილი წელში.
თქვა დაიბადა, ისიც,
შენსავით ორმოც წელში…

შენც ხომ შეგეძლო დღემდე
ყოფნა ჩვენს გვერდით პაპავ?
ვბრაზობ შენს მუხთალ ბედზე
და სიმწრის ცრემლებს ვყლაპავ.

შენ, ძველ ბოდბეში მიწყივ,
წყნარად და თბილად გძინავს.
მეტად ძვირფასო, იცი?
დღეს გოგო შემეძინა.

ხატებთან მიველ ახლო
და უფალს ვთხოვდი სულ ერთს:
წუთით აქ გაჩნდე, ნახო,
მერე კვლავ გაჰყვე სულეთს…

მზე ამოვიდა აქეთ,
გვიჩენს ღიმილით სახეს
და გადავწყვიტე ვარქმევ
ბავშვს დედაშენის სახელს

ქრება ზამთარი მკაცრი,
საამოდ მიცემს გული,
იქნება შობოს კაცი,
შენსავით დიდებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს