ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გო-ნი
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2008


თვალები

  უძიროა…. . .
ეს პირველი სიტყვაა, რაც გავიფიქრე, როცა მისი სიღრმის შიშმა  ამიტანა. მოდიო, ნაზად და ჩურჩულით მითხრა. თურმე საშიში სულ არ  ყოფილა, მაგრამ, სჯობს დაწვრილებით ავხსნათ: აქ სიბნელეა, ცოტა სიცივეც.
  მოდი ჩემო, გელი, ნათელი მოჰფინე არემარეს, შენი სითბოთი გაათბე,
სითბოს ძალიან კარგი თვისება აქვს-ყველას გადასცემს ენერგიას.
ჰო
ასე  ვიყავი ერთ დროს, დამავიწყდა ეს დრო არა სიბერის გამო, არამედ ბოღმის გამო.
ბოღმამ ჩააბნელა ყველაფერი.
რა საშინელება
არა საშინელებაა:
გინდა, ეტრფი, გიყვარს, აღმერთებ.
არა მე არც ვეტრფოდი, არც ვაღმერთებდი, არც მიყვარდა
ეს მას ეგონა ასე,
ჰო ამბობენ თვალებში მკვლელებს მოკლულის სილუეტები ეხატებათო და პირიქითაც ხდება თურმე.
მე ხომ არ მომიკლავს?
არა
უბრალოდ გავანადგურე
რა?
ნუთუ გავანადგურე
მერე და ვინ?
საშინელი კი არა ყველაზე მეტად გასარიყი ვყოფილვარ.
თვალები რატომ მქვია?
რატომ?
არ მინდა ყველაფრის დანახვა,
გაცნობიერება.
ვაიმე, ჩემით იწყება აღქმა. ჯერ შენ დაინახეო, მე მაბრალებენ მერე სხვა გრძნობათა ორგანოები.
  ჰო ასეა
  რაღაცას მივედ-მოვედები
  რატომ?
  თავის მართლება არ მიცდია
დავჯექი შენს წინ როგორც შიშველი ქალი მხატვარის წინ.
შენი ნებაა რა კუთხიდან დამხატავ, საიდან შემხედავ, ნაკლს მიპოვი თუ ღირსებას.
თუმცა, მე მირჩევნია ყველა მხრიდან შემომხედო, ისე მაჩვენო რეალობაში ჩემი სახე.
  “თვალები”
  კი, ასე მეძახიან,
  ყველას უღიმის.
  ვინ თქვა, მე სულიერებისა რა მესმის, თვალები ვარ მარტო,
ამიტომ ფიზიკურად აღვიქვავ მხოლოდ.
  კი, მოდი, ღრმად ჩამხედე, რაიმეს ხომ ვერ ხედავ ხელჩასაჭიდს ისეთს, რის გამოც შემიყვარებდი?
  მე მეკითხებით?
მაგ ღრმა თვალებიდან?
  კი, ვხედავ და თანაც ძალიან ახლოს იცით?
  განათდა. რაღაც წერტილი მასში ანათებს, ბრწყინავს.
უმნიშვნელო წერტილი... სიღრმეში მის ნათებას მივყევი, ის მხოლოდ    ბრწყინავს?
მხოლოდ?
მოდი კარგად დავაკვირდეთ, ახლოს მივიდეთ.
  არა. ის ნაცარში შენახული ნაკვერჩხალი ყოფილა. გავწიე ნაცარი ცოტა. მერე ტუჩების ნელი მოძრაობით ძალიან ნაზად შევუბერე ჩემი სული.
  კი
  რატომ გიკვირს?
სული, სწორედ ის სული ამდენ ხანს რომ დაეძებდა და
ნაკვერჩხალსაც სხვა რა უნდოდა, მოგუდულს ის ნაცარი ამ წმინდა სულმა გადააყარა თავიდან, თავისუფლება და ჟანგბადი ხარბად მიითვისა, აკიაფდა,
  მაგრამ ...
ეს რა სითბო, რა სინათლე, მარტო მე კი არ მწვავს სამყაროს გადაწვა შეუძლია. სამყაროს განათება შეუძლია.
  კი, ასეა
მართლაც დავინახე ამ თვალებიდან სიწმინდე როგორ ანათებდა.
აღარ ვარო მარტო მიწიერიო-მითხრა, ყველას სულში წვდომა შემიძლიაო, მე რაღაც ორგანო კი არა სული ვარო, სული.
თვალებიდან სული გადმოდიოდა, ჩემს ნაზ ღიმილს ეღვრებოდა.
კი, ასე იყო
  მიყვარხარო, აღარ დასჭირდა იმიტომ, რომ მისი სიწმინდე მარტო მე კი არა ყველას აგრძნობინებდა ამ სიტყვის ჭეშმარიტებას.
  მეც უსაშველოდ მიყვარს ეს ორი მნათი არსება.
  სულის თვალით ხედვა იშვიათთა ხვედრია.
  შენში ეს დავინახე იშვიათო, რჩეულო.
  მიყვარს შენი სულიერი თვალები, გასხივოსნებული, სპეტაკი, წკრიალა, კამკამა,  წმინდა.
  დავიხარე,
  მის ქუთუთოებს ნაზად დავეწაფე და სინათლე, სითბო ჩემში ისე გადმოიღვარა-
აღმავსო სრულად, მეც გამანათა, გამათბო, გამასპეტაკა.

  მიყვარხარ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები