მომაგონდები, სანამ მარად დავხუჭავ თვალებს, გამახსენდება, მაგ ტუჩების ნაზი ღიმილი, სიკვდილმისჯილის ბოლო სიტყვას გამოვიყენებ, შენს სახელს ვიტყვი და გაქრება ჩემი ტკივილი.
მომაგონდები, სანამ სიკვდილს დავუთმობ თვალებს, გაყინულ მზესთან, საუბარში სნეული ვკვდები, სანამ სიკვდილის ანგელოზი დამითვლის წამებს, მე წარსულიდან დარჩენილი ფიქრებით ვთბები.
სანამ ჯერ კიდევ დამრჩა ძალა ვხარჯო ჰაერი, მომაგონდები ვიდრე შეწყვეტს თვალები სუნთქვას, როცა ჩამოკრავს უხილავი ტაძრიდან ზარი და მესაფლავე მხოლოდ ჩემთვის ცივ მიწას ურტყავს.
მომაგონდები, სანამ მარად დავხუჭავ თვალებს, გამახსენდება, მაგ ტუჩების ნაზი ღიმილი, სიკვდილმისჯილის ბოლო სიტყვას გამოვიყენებ, შენს სახელს ვიტყვი და გაყვება ჩემს სულს ტკივილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მე წარსულიდან დარჩენილი ფიქრებით ვთბები.
კარგია. მე წარსულიდან დარჩენილი ფიქრებით ვთბები.
კარგია.
3. მომეწონა. + მომეწონა. +
2. რატომ აგონდება ადამიანს ყველაზე ძვირფასი და საყვარელი "ის ერთადერთი არსება" სიკვდილის წინ?სწორედ "მას" ვეძებთ მთელი ცხოვრება და მერე ისევ "მასზე" გვწყდება ყველაზე მეტად გული? სიკვდილის წინ,უკანასკნელ წამებშიც ასევე მის სახელს ვიტყოდი გულში ვინატრებდი და მერე სულიც გამიფრინდებოდა მარადიულ სამყოფელში... რატომ აგონდება ადამიანს ყველაზე ძვირფასი და საყვარელი "ის ერთადერთი არსება" სიკვდილის წინ?სწორედ "მას" ვეძებთ მთელი ცხოვრება და მერე ისევ "მასზე" გვწყდება ყველაზე მეტად გული? სიკვდილის წინ,უკანასკნელ წამებშიც ასევე მის სახელს ვიტყოდი გულში ვინატრებდი და მერე სულიც გამიფრინდებოდა მარადიულ სამყოფელში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|