 | ავტორი: ალოჰა ჟანრი: პოეზია 1 ივნისი, 2015 |
ჰაერი გარდაიცვალა ჟანგბადის უკმარისობით. მოდი ვისწავლოთ დუმილის წაკითხვა.
განაყოფიერებული სამყარო და ჩასახული მასში,კომეტა.
ნუ შეჭამ ბავშვო ყვითელ თოვლს! მაინც არ მოგცემენ სიცოცხლის უფლებას. შენ დაგარქმევენ ქრისტიანს, მუსლიმს, შიიტს, სუნიტს და კიდევ რას ღმერთმა უწყის. და გამოგზრდიან შინაურ ცხოველს, "ქრისტე შობაზე" შენს დასაკლავად.
ნუ შეჭამ ბავშვო ყვითელ თოვლს! ჩვენ არ ვართ ღირსი შენი ტიტინის, არც ამ თითების, დედის სახეზე, შემდეგ გარდაქმნილს "გილიოტინად".
როგორ ზმუიან ხმები ტკივილის, მშობიარობა მკვდარი ჩვილისთვის? ის შენი შვილია,მკვლელად გაზრდილი, ისიც შენია თვითმკვლელი სხვების. და ისიც, პატარა გოგო,მონად ნაყიდი. რომ მიუჩენენ ნივთივით ადგილს.
ნუ შეჭამ,ნუ შეჭამ ბავშვო ყვითელ თოვლს! ნურც ღიღილოებს დაკრიფავ მინდვრად, ნუ გაიხარებ ქვეყნად მოვლენით, მერე რა თუკი დღეს ყველა გიცავთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჩემთან ვერაფერი მოიტანა
ჩემთან ვერაფერი მოიტანა
3. იმოქმედა. :/ იმოქმედა. :/
1. ორიგინალურია ბავშვთა დაცვის დღისათვის.
ორიგინალურია ბავშვთა დაცვის დღისათვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|