ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2015


საით მიდის გზა?

საით მიდის გზა?

გზა მიდის ყველგან ყველა მხარეს საითაც გინდა,
ყველა ერთმანეთს ისე მოჰგავს, თავგზას გიბნევენ,
რთულია ერთი აირჩიო, ადგილზე ბორგავ,
ვერც წინ მიდიხარ, ვერც ადგილზე ვეღარ ისვენებ.

და მაინც საით მიდის გზა?!

გზა მიდის იქეთ საითაც შენ გადაიხრები,
მაგრამ შენი გზა ამწუთებში არსაით მიდის,
შიშობ, გგონია გაგყიდიან თვით ნაბიჯებიც,
გზები მოგიჭრეს, შენი გზები არსაით მიდის.

და მაინც საით მიდის გზა?

დგახარ, მოჰგავხარ ორ სამყაროს შუა გაჭედილს,
საითაც წადი ყველა გზით,კვლავ უკან დაბრუნდი,
თითქოს ადგილზე საკუთარი ძვლებით დაგჭედეს,
და ზურგში ჩაგცეს, არ წასული როცა დაბრუნდი.

და მაინც საით მიდის გზა?

შენ ახლა იცი, შენი გზები არსაით მიდის.
დგახარ და მაინც ჯანდაბისკენ მიექანები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები