ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2015


ყოველ სახლს

ყოველ სახლს აქვს განსაკუთრებული ოთახი,
ოთახი წარსულით ან მის გარეშე.
ყოველ ოთახს აქვს მომავალი ან აწმყო,
ადამიანებით ან მათ გარეშე.
ადამიანებს აქვთ განსაკუთრებული ადგილი,
ოთახში ან მის გარეთ.
ყოველ განსაკუთრებულ ადგილს ვეძებთ,
ვპოულობთ ან ვერ ვპოულობთ.
ყოველ ერთ ჭიქა ღვინოში აპათიაა,
რომელსაც ვგრძნობთ ან ვერ ვგრძნობთ.
გრძნობები ძველია ან ახალი,
ისინი ნამდვილნი ან გამოგონილნი გვეძებენ.
ყოველ დარტყმას აქვს სიმძლავრე,სუსტი ან ძლიერი,
ისინი ანგრევენ ან ანადგურებენ.
ყოველ ფიქრს აქვს ობიექტი,
ის ან კლავს ან აცოცხლებს.
ყოველ სახლს აქვს მისამართი,
მაგრამ არც ერთს გარანტია.
ყოველ სახლს აქვს დანიშნულება,
მაგრამ არც ერთს  სანიშნე.
ყოველ ადამიანს აქვს მიზანი,
მაგრამ არასდროს სამიზნე.
ყოველ განსაკუთრებულ ადგილსეძებს მონადირე,
ჰპოულობს ან ვერ ჰპოულობს.
ყოველ განსაკუთრებულ სახლს ეძებს მოგზაური,
მაგრამ ვერასდროს იპოვნის,
რადგან დაეკარგება სახელი, "მოგზაური".
ყოველ ადგილს აქვს დანიშნულება,
არამარადიული, მაგრამ მოქმედი.


სახლი არ მაქვს,
არც მეპატრონე ვარ,არც უპატრონო,
არც მოგზაური, არც სახლი არ ვარ.
უმისამართოდ, უსიტყვოდ, ვეძებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები