ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2015


მეგობრული სექსი



გამოშრა ჩემი სხეულის ყველა მხარე
შენს თვალებში ვერაფერს ვხედავ
ვიყურები მათში, როგორც ბავშვობისას ჭაში
და შორს, შორს მოჩანს რაღაც
თეთრი ვარდებივით თეთრი,
თეთრი ყვავილივით თეთრი,
და ალბათ ეს იყო ცა,
რომელსაც მხოლოდ სოფელში ვუყურებდი,
როცა მენატრებოდა ღმერთი
და ცა მიცავდა ქალაქის ხმაურისგან,
როგორც პრეზერვატივი ავლებს ჩვენს შორის
უშვილობის ზღვარს.

შენს მარცხენა მკლავზე
პასტით ვწერ უკანასკნელ თხოვნას.
ქალაქის ხმაურში შენი სუნი დავკარგე
და ვეძებ მას ლიტერატურაში,
შენი სუნი - ლიტერატურაა,
შენი სული კი მუსიკაა,
სექსი შენი დაღლილი მკერდის განტვირთვაა,
სექსი შენი ხასიათის ჩემში შემოსვლაა,
სექსი ჩვენს ფიქრებს აერთიანებს,
სექსი სიყვარულისკენ გვიბიძგებს,
სექსი ზოგჯერ ბოდვაა აღგზნებული ხორცის,
სექსი ზოგჯერ აუცილებლობაა,
მეგობრული სექსი კი ვალდებულება,
თუ გსურს იგრძნო კოსმიური ფრენის სისწრაფე
და შენს ქმარს ყოველთვის შურდეს ჩემი.

სექსი კულმინაციაა მძიმე სამუშაო დღის ბოლოს,
სექსი სხეულის რემონტია,
როგორც სულისთვის ღვინო და პური,
ნახე მარცხენა მკლავზე
ამოტვიფრული ბავშვის ღიმილი.
მე იქ უკანასკნელი თხოვნა დავხატე.
როგორც ქოხიდან გამოსული ღუმელის ბოლი,
შენდამი ფიქრებიც მეკარგება,
ვიწყებ ფიქრს ფიქრების შესაქმნელად
და მელანდება როგორ ეწევი მარიხუანას
მუსიკის ფონზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები