 | ავტორი: ილუ ჟანრი: პოეზია 9 ივნისი, 2015 |
რეზინის ადამიანებით დავიღალე. უიმედოდ გდია კაცი და ფიქრობს. შენ ყოველ საღამოს უყურებ ჩემს ამოყრილ ლავიწებს. ყოველ შეხებაზე გახსენებ- მე არ ვარ რეზინის ადამიანი. შენ ყოველ ამოსუნთქვაზე გრძნობ ჩემს სუნს. ჩემი კანის ყოველ უჯრედზე ნაწიბურებს. შენ გრძნობ ჩემს სხეულს, ლავიწებ ამოყრილს, ნაწიბურებით სავსეს. შენ ყოველ დილით ფიქრობ რეზინის ადამიანებზე. გამუდმებით ოხრავ და გტკივა. შენ ეძებ საკუთარ თავს ყველაში, გსურს რომ ყველაში იყო. და შენ ხარ ყველაში, საკუთარი თავის გარდა.
ლიანდაგებიდან გადავარდნილი მატარებელი მგონია თავი, უკვე 25 წლის ვარ და ჩემი ოცნებები საფეხურ-საფეხურ ილეწება, ოკეანეში მინდოდა შესვლა, ოღონდ ისე რომ არ დამხვრჩვალიყავი, ახლა ოკეანეში კი არა ტბაში ვერ ვდგავ ფეხს. ჩემი მეგობარი ჩემი საცოდავი ჭაღარა ფიგურაა, ლავიწებ ამოყრილი, უსულო. ჩემი მეგობარი უკვე სასაცილო სიტყვაა, არასდროს მიფიქრია მასზე, როგორც უსულო ქანდაკებაზე. ახლა, მახსენდება მამაჩემის ჭაღარა სიტყვები, როგორ ცდილობდა რომ მყვარებოდა. ჩვენ შორიდან, მუდამ გვესმოდა ერთმანეთის. ასე გვერდი-გვერდ, მაგრამ მაინც შორიდან ვუსმენდით ერთმანეთს.
მე ახლა 40 წლის ვარ. უკვე დამტვრეული ქოხის ფიცრებით ვარ სავსე. ოკეანე უკან მოვიტოვე, ჟინიც საფეხურებიდან გადავყარე. ქალაქის ყველაზე მაღალ შენობაში ვზივარ, ფანჯარასთან. დალევა არასდროს მიყვარდა, თუმცა ყოველთვის ვწრუპავდი. ფანჯრებს გავყურებ და უკვე 60 წლის ვარ. დედაჩემი გამახსენდა. ის ამაყობდა რომ ერთადერთი განუმეორებელი ვაჟი ვყავდი. ის 60 წლის გარდაიცვალა. დედაჩემი არასდროს ყოფილა შორს, ჩვენი ხმა კი მაინც ვერ აღწევდა ყურს იქით. არასდროს დაგვიწყია ერთ ენაზე საუბარი. თუმცა, ის ყოველთის მისმენდა. მე ერთი პატარა უსულო, მაგრამ არა რეზინის, ადამიანი ვარ. ფანჯარასთან აკვანშ ვწევარ. დედა მარწევს. მამა რძეს მიდუღებს. ფანჯრებს იქით გარდავიცვალე. ასე კოშმარები ხშირად მტანჯავს, მალე გავიღვიძებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მუხა.
ჰო შენ გესმის ალბათ კარგად <3
მუხა.
ჰო შენ გესმის ალბათ კარგად <3
4. კოშმარული ლექსიცაა.! კოშმარული ლექსიცაა.!
3. კარგად მიდიოდა, ძალიან თან, მაინტერესებდა ბოლომდე მაგრამ შევხვდი თუ არა სიტყვას - "ვდგავ" თითქოს ჩამწყდა რაღაც გულში
არ გაპატიებთ ! კარგად მიდიოდა, ძალიან თან, მაინტერესებდა ბოლომდე მაგრამ შევხვდი თუ არა სიტყვას - "ვდგავ" თითქოს ჩამწყდა რაღაც გულში
არ გაპატიებთ !
1. ,, სიცოცხლე სიზმარია სიკვდილი კი გამოღვიძება''++ ,, სიცოცხლე სიზმარია სიკვდილი კი გამოღვიძება``++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|