წავიდეთ სადაც გსურთ,დავტოვოთ სამყარო, ოღონდ ნუ შეიმჩნევთ რომ აღარ ვარსებობთ. და თუ გსურთ ნერვები თოკებად გავაბათ. წასვლის წინ უთუოდ ხმამაღლა გვახსენონ: დაგვწამონ,რომ გვძულდა ჩვენ მთელი სამყარო, ამქვეყნად გვიყვარდა ჩვენ თითქმის არავინ. და მაინც ყველასთვის ცრემლები დავღვაროთ, რადგანაც სიმართლეს,სიყვარულს გვპარავენ. წავიდეთ უთუოდ ისე, რომ ზურგს უკან დავტოვოთ ბრძოლისგან დაღლილი კლდეები, ნუ დაელოდები ვინმემ დაგაბრუნოს, არ მეორდებიან არასდროს დღეები.