ქირავდება ბინა, საერთო ფართი 15-20 კვ.მ. სტატუსი - ძველი აშენებული, სართული - 0, პროექტი - კერძო სახლში მიუკერძოებელი ოთახი, არასტანდარტული, მდგომარეობა- გა(ნ)რემონტებული. სველი წერტილების რ-ობა 1, ისიც გარეთ, ისიც საერთო. საძინებლების რ-ობა 1, დამატებითი ინფორმაცია: ბუნებრივი აირი ავეჯი: რკინის საწოლი, სარკე. ცხელი წყალი და ინტერნეტი პერსპექტივაში. მისამართი: ქალაქი, სადაც დროებითი თუ სამუდამო მდგურებით სულდგმულობენ. სასურველია არ გყავდეთ შვილები, არ გაწუხებდეთ ნათესავები, მეგობრები, არ იხმაუროთ, არ ისაუბროთ, არ იჩურჩულოთ, საერთო სამზარეულოში დაიცავით სისუფთავე, სარეცხის თოკისთვის ჩადექით რიგში, ურიგო არ იქნება თუ: არ გაირეცხავთ, არ დაიბანთ, არ დალევთ, ამით არავის შეაწუხებთ. ბინას აქირავებს მეპატრონე, რომლისთვისაც მედალს მხოლოდ კუპიურის მხარე აქვს, კალენდარს კი მხოლოდ ერთი რიცხვი, (ეს ერთადერთია, რასაც შეგითანხმებთ) ჰყავს, ან აქვს მემკვიდრე, ის კვიცივით ხტის. (გვარზეც) გაზრდილი პათოსით, რომ მეორე სართული იმისთვის ააშენეს, ზემოდან დახედონ მდგმურებს. მოკლედ, თუ დაინტერესდით დარეკეთ და თუ სტიქია მოგკლავთ, მეპატრონე პასუხს არ აგებს. მას სახელმწიფო აუნაზღაურებს თქვენს თავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სათანადო ემოცია მოიტანა, ძალიან მომეწონა.
მხოლოდ ეს - "მოკლედ, თუ დაინტერესდით დარეკეთ " ვისურვებდი, რაიმე ნომრისმაგვარი, მოსწრებულად ნათქვამი (დაწერილი) რომ მოჰყოლოდა :)
ბოლო ორი სტრიქონი, მთლიან ტექსტთან მიმართებაში, ცოტა ვერ... როგორც მკითხველი, გაცილებით ძლიერ ფინალს ველოდი.
ბევრი სიკეთე აქაურობას. სათანადო ემოცია მოიტანა, ძალიან მომეწონა.
მხოლოდ ეს - "მოკლედ, თუ დაინტერესდით დარეკეთ " ვისურვებდი, რაიმე ნომრისმაგვარი, მოსწრებულად ნათქვამი (დაწერილი) რომ მოჰყოლოდა :)
ბოლო ორი სტრიქონი, მთლიან ტექსტთან მიმართებაში, ცოტა ვერ... როგორც მკითხველი, გაცილებით ძლიერ ფინალს ველოდი.
ბევრი სიკეთე აქაურობას.
4. ძალიან რეალურია, ამიტომ რა თქმა უნდა კარგია.
მაგრამ ბოლო ორი სტრიქონი შეუსაბამოა. :) ანაზღაურებას მიიღებს მდგმურის მემკვიდრე 10 000 ლარის ოდენობით. ბოლოში რაღაც უნდა გადააკეთო.
ძალიან რეალურია, ამიტომ რა თქმა უნდა კარგია.
მაგრამ ბოლო ორი სტრიქონი შეუსაბამოა. :) ანაზღაურებას მიიღებს მდგმურის მემკვიდრე 10 000 ლარის ოდენობით. ბოლოში რაღაც უნდა გადააკეთო.
3. საინტერესოა... მომწონს მე შენი ვერლიბრები... 5 საინტერესოა... მომწონს მე შენი ვერლიბრები... 5
1. ჰო, ეს ილუზიაა ლექსის წერა გულს შველოდეს გასაჭირში, მაგრამ ხედავთ, უამისოდ არ გამოგვდის?!
5 ჰო, ეს ილუზიაა ლექსის წერა გულს შველოდეს გასაჭირში, მაგრამ ხედავთ, უამისოდ არ გამოგვდის?!
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|