მე გავალ ჩემივე თავიდან, არეულ ბილიკებს გავყვები, ეშმაკმაც არ იცის,რა გვინდა ქალებს და ზედმეტად თავნება, გზას ვეძებ-შენამდე მოსასვლელს, ვერ ვაგნებ ქუჩას და მისამართს, ეს ლექსიც ერთგვარი ლოცვაა, ვჩურჩულებ და ვამბობ:მიყვარხარ...
ყველაზე უცნაურ გრძნობით და ყველაზე ნამდვილი სიტყვებით, შენ ჩანხარ ძალიან შორიდან და სათქმელს თვალებით გიყვები. ოთახში დუმილი გამეფდა, კედლებსაც დაეტყოთ მოწყენა, რთულია,უშენო ღამეთა ატანა,როდესაც გტოვებენ.
და გდარდობ,დღითიდღე ვამძაფრებ საკუთარ შეგრძნებებს მისტიურს, რომ გაწყდა ჩვენ შორის ძაფები, ვერაფერს ვაკეთებ,მივსტირი დროს,როცა თითებით საუბარს ვსწავლობდი შენივე თითებით, აქ არის ის შენი აურა, არ გიშვებ და მაინც მიქრები.
ამ ბოლოს,მრავლად მაქვს კითხვები და გელი მიზეზის გარეშე, მოვდივარ,გისმენ და გკითხულობ და მერე გიყურებ თვალებში. თვალებში სიცივე ჩაგიდგა, დრო გვრჩება სულ უფრო ნაკლები, გავდივარ ჩემივე თავიდან და მერე შენს ლექსში ვსახლდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მშვენიერია. მშვენიერია.
3. კარგია, მარიამ.
კარგია, მარიამ.
2. ყველაზე უცნაურ გრძნობით და ყველაზე ნამდვილი სიტყვებით, შენ ჩანხარ ძალიან შორიდან და სათქმელს თვალებით გიყვები.
კარგი ხარ მარიამ... + ყველაზე უცნაურ გრძნობით და ყველაზე ნამდვილი სიტყვებით, შენ ჩანხარ ძალიან შორიდან და სათქმელს თვალებით გიყვები.
კარგი ხარ მარიამ... +
1. მშვენიერია! +5 მშვენიერია! +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|