 | ავტორი: ხერგიანი ბექა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 23 ივნისი, 2015 |
სადღეღამისო
სალამი ჩემს საფრენდეთს! მოგიკითხეთ ყველანი. ვისაც გიცნობთ, ან არა; ვინც მიცნობთ და ან სულ ვერ.. მარადიულ კითხვაზე: "გვეშველება?" - "მე რავი" -ს, მტკიცე ტონით (სტატუსით), სულყველას გიპასუხებთ! მე? მიწას არ ავცდები... ჩემს ირგვლივაც, თითქმის რომ არაფერი იცვლება; სიზმრებიც კი დავღალე მოკოშმარო სცენარით: ისე მინდა - ვიფრინო... სიცხადე კი - ვერაგი, ან დღე მომკლავს, ან ღამე. წერასაც კი მოვეშვი. ჰმ, აკი ვტყუი - აკი ვწერ!.. მაგრამ ეს სხვა წერაა - ბედის კორიანტელი. ასე წერა, დროებით, მაგრამ ტკივილს მავიწყებს, რომელსაც ეს შეუძლო თავი ვერ მოვაკელი... ახალსაც, გთხოვთ, ნუ მკითხავთ (ოხ, რა ამპარტავანი გამიზრდია თურმე, მე.. - იყოს მაინც მკითხველი...), ყველაფერი ისეა: არც რა მაქვს, არც არავინ, მოკლედ - არაფერია ამ მხრივ განსახილველი. ცხოვრებაც და სვე-ბედიც თითქოს მეორადი მაქვს: ვისი გამონაცვალი; ვისი ნაცვეთ-ნაქონი, ღმერთმა უწყის... ეშმაკმაც ყელში ამომადინა, რაც მინდოდა, იმისი არქონით, თუ არყოლით. მიწასაც მით ვერ ავცდი... ჩემს ირგვლივაც, თითქმის ხომ არაფერი იცვლება; სიზმრებიც კი დავღალე მოკოშმარო სცენარით: ისე მინდა ვიფრინო... სიცხადე კი - ვერაგი, ან დღე მომკლავს, ან ღამე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დასკვნაა უტყუარი :)
რომ იფრინო, მინიმუმ თოლია უნდა იყო :)
დასკვნაა უტყუარი :)
რომ იფრინო, მინიმუმ თოლია უნდა იყო :)
3. +. ცხად ვერაგობას მავანნი ქმნიან რომელთაც იქ მოეკითხება და მოეთხოვება, კუპრში ივლივებენ ასეთებიო ამბობენ.. +. ცხად ვერაგობას მავანნი ქმნიან რომელთაც იქ მოეკითხება და მოეთხოვება, კუპრში ივლივებენ ასეთებიო ამბობენ..
2. მაგრამ ეს სხვა წერაა - ბედის კორიანტელი. ასე წერა, დროებით, მაგრამ ტკივილს მავიწყებს, +++ მაგრამ ეს სხვა წერაა - ბედის კორიანტელი. ასე წერა, დროებით, მაგრამ ტკივილს მავიწყებს, +++
1. ცხოვრებაც და სვე-ბედიც თითქოს მეორადი მაქვს-მგონი მეც) ცხოვრებაც და სვე-ბედიც თითქოს მეორადი მაქვს-მგონი მეც)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|