ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.ნანობაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2015


"მშობლებს"

* * *
ჩვენ მიგვატოვეს, როგორც ჩვილი, როგორც ძველმანი
და გადაკეცილ მოგონებებს ხელში გვიდებდნენ,
როცა გაგვხადეს, გაკვირვება გვეცვა წელამდე,
გვტკიოდა ძვლები, და ჩვენს ძვლებზე იდგნენ დიდები

იმედი გვქონდა, შეეწირა რომელიც ნდობას,
გვქონდა ბავშვური გაკვირვება, რომელიც გაქრა,
ვიშრობით თვალებს ჩვენი ხელით, გავიდა დრო და
ისევ იმ ხელით სისხლს ვიშრობთ და სინათლეს ვაქრობთ

ეს არის ალბათ შეგუება, თავს დახრი როცა
და გიწევს ყელში გაჭედილი ბურთების ლოკვა,
ოცნებებს შენსას, შენი ხელით დაუწებ ხოცვას,
რომ ამ სამყაროს სიბინძურის მორევში მოკვდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები