ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: საბავშვო
28 ივნისი, 2015


საბუნიას კიჭი⊜

მომატყუეს-ბევრს თუ შეჭამ
გაიზრდები დიდი ბიჭი.
მაგრამ თურმე ბევრი ჭამით
გაცვდა ჩემი წინა კიჭი.

მოირყა და მოფამფალდა,
ვეღარ ვჭამე ჩიჩი,
კოჭის ძაფი  გამომაბეს ,
ამომაძრეს კიჭი.

ვაჟკაცურად ავიტანე
ტკივილი და სისხლი.
არ ვიტირებ, ვერ დამცინებს
თმაწიწიკნია  ლიზი.


მოისროლეს სახურავზე
მე ხმამაღლა ვყვირი:
"თაგვო , შენი კიჭიო
მომე, თუ ხარ ბიჭიო"


დავირცხვინე, პირი დამრჩა
ბებოსავით უკბილო,
ლიზიკომ თუ  გამაბრაზა,
ახლა  როგორ ვუკბინო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს