ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ თორია
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2015


...

ისეთი ამინდია,მზემ გამოანათა ირიბად,
სიმორცხვე შეეტყო ქუჩებს და დარდიან ქალაქსაც,
აქ მარტოობაა,შენც უკანასკნელად მიდიხარ,
გიყურებ,ჰორიზონტს თვალებში ცრემლებად ვალაგებ.
რატომღაც ოცნებებს ქარს ვატან მშვიდად და იმედით,
ტკივილი სად უნდა წავიღო,იმდენად ისე ვარ,
ვერ ამოვისუნთქე,ვერ შემოგაწიე სიტყვები,
თვითმკვლელი თბილისი მძიმედ დგას და მაჯებს ისერავს.
ღრუბლებიც გლოვობენ შენს წასვლას,ლირკას მოვუხდი,
ან იქნებ ლირიკა მომიხდა,ლექსიც მთხოვს განაჩენს,
ისე ხარ,გიწოდებს სამყარო (სულ მალე) დონ კიხოტს,
მე მოვალ და გეტყვი,რომ  გავხარ უბრალოდ ლამანჩელს.
ოთახში სარკესთან ვდგავარ და ცრემლები ღვარად მდის,
საკუთარ სილუეტს ვერ ვიტან–უშენოდ მტვერი ვარ,
სამყაროს,რომელიც დროდადრო იკეთებს ჰარაკირს,
ცხოვრება ზღვაა და მე ალბათ უფრო ვარ მეტივე.
ხელებს ვშლი,ამ ჰაერს შენს ნაცვლად უაზროდ ვიხუტებ,
სივრცეში დაკარგულ შეგრძნებებს ვპოულობ გზადაგზა,
უშენო ცხოვრება ათასგვარ ტკივილის მუხტია,
დავდივარ ქუჩებში და მაინც აღარსად არა ხარ!
ჩემიდან,შენიდან,ჩვენიდან ყოველი მარცვალი
ვარდება,მაკლდები–გათოშილ სხეულში ვარსებობ,
სანამდის ბოლომდე ვსრულდები,ვმთავრდები,ვიცლები,
მოდი და მომხედე,გრძნობებზე მიამბე,ასე რომ...
დაბრუნდი...!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები