 | ავტორი: ალოჰა ჟანრი: პროზა 21 აგვისტო, 2015 |
ღამის ლამპიონის მწერებივით ირევიან ფიქრები თავში. მე მარტო დავრჩი დროსთან. ჩვევაში გადასული გამოღვიძება ღამის გარდაცვალებიდან და დილის ხარბი-გახშირებული სუნთქვა, რომელიც წყლის ზედაპირზე ამოსვლაა,დახშობილი სმენა.
მენატრებიან ადამინები,რომელთა სიყვარულსაც არაფრად ვაგდებ.
ღამის სიზმრები ცოცხლდებიან.
მომენტები- მემატიანეები,მწოყბრად მიედინებიან გონების მიღმა. უსიყვარულობა პროლოგია ცოდვის.
გაუფრთხილებლად მივატოვე მამა და გამოვყევი პირველივე შემხვედრ მგზავრს.
სრული სვლით ადამიანობისაკენ.
დავიბადე.
როგორ მომენატრა ჩემი მყუდრო სახლი, სახლი სადაც ანგელოზები ყოველ სამშაბათს და პარასკევს უკრავდნენ ჯაზს, უზმოზე სვამდნენ უშაქრო ყავას და მოსაღამოვებისას როდესაც მზეს დედამიწაზე გზავნიდნენ მიუსაფარი ადამიანებისათვის, მშვიდად ებმებოდნენ ღამის ფერხულში.
ისევ დედამიწაზე...
ჭრიჭრიჭინები, მდინარე და დადუმებული სოფელი, ყრუ შორეული მხეცის ყიყინი, თეთრი მანდილი ქარს მიაქვს ცაზე. მორიდებული ფეხის ხმა მგზავრის, მილიონობით ადამიანში გაჟონა სიკვდილმა, ხვალ იქნება ახალი დღე,ქრისტეს აღდგომა,ჩვენი აღდგომა.
გარიჟრაჟი,
მელნისფერ კოსმოსში იწყება სულის მოსახსენებელი პროცესია, ადამიანები ჯერ კიდევ თვლემენ მყუდრო გონებაში, სხეული ახალმიცვალებულის გულივით ფეთქვას.
ეჰეეეი მთებო-უმამი, გამოაღვიძეთ ჩემში იუდა,მინდა შევიმეცნო ღალატის სევდა,მიშუამდგომლეთ როგორც ავაზაკს, იქ გავიაზრებ დღის და ღამის ცვლას.
ემანსიპაცია ეგზალტაცია ეაკულაცია
სული-სხეული სეცესია ია აი ია სისიენბს ხორცი, ხორცი სისინა, უსულო ხორცი.
შენ ხარ ევნახი, შენ ხარ სულის ხმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მოაქვს განწყობა მოაქვს განწყობა
2. ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ნაწერი, პროზის ელემენტებით.
რამდენი უცხო სიტყვაა...
ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ნაწერი, პროზის ელემენტებით.
რამდენი უცხო სიტყვაა...
1. საინტერესოა ხოლმე აქ. საინტერესოა ხოლმე აქ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|