* * * ვიცი გვიანია, შვილიც არასოდეს გვეყოლება, ახლა სხვა მიზეზით ვწერ და ჩემს ოცნებებს ვანიავებ, შენ რომ დამრჩენოდი, ესეც გეფიცები მეყოფოდა, შუბლზე გაკოცებდი, ბევრჯერ გაკოცებდი, ვაღიარებ
უკვე დაგვიანდა, აღარც დამწვარ თითებს ვემალები, მითხრეს მიშველიან, მერე როგორც წესი დაიმალნენ, თითქოს დავაშავე, თითქოს გაქცეული მევალე ვარ მათი, დამიჯერე ახლა საბოლოოდ დავიღალე,
ჰგვანან პირამიდებს ჩემი უთავბოლო ფიქრები და ჩვენი ოთახები თავში აირივნენ, ვარსკვლავები გარეთ ინთება და შიგნით იმედები მიქრებიან, იქ რომ გამიცანი ახლაც ისეთივე მასხარა ვარ,
მოდი დამინახე, ისევ თვალები მაქვს ცარიელი, მაგრამ იმ შეგრძნებებს ვერა, ვერასოდეს მოვერევი, იცი გიყვარდება, წყენაც გიყვარდება წამიერად, როცა გტოვებენ და მერე არსებობა მორევია,
ცრემლიც გიყვარდება, მისი უმიზეზო ახირებაც, ტკივილს ებჯინები, ყელით ებჯინები სამართებელს, ახლა საკმარისი მხოლოდ იქნებოდა გაღიმება, მაგრამ კარგად იცი დღესაც წაქცეული გავათენებ,
ვიცი გვიანია, შვილიც არასოდეს გვეყოლება, მაგრამ სხვა მიზეზით გწერ და ბოლო სიტყვებს ვანიავებ, შენ რომ დამრჩენოდი, ესეც გეფიცები მეყოფოდა, შუბლზე გაკოცებდი შენ რომ დამრჩენოდი მარიამო.
21.07.2015
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არვიცი რატომ,მაგრამ მე ვიგრძენი და ემოცია ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ასეთ ნაწერებში. შესაძლოა,მეც მარიამი რომ ვარ იმიტომ :) ჩემი მოწონება ლექსს არვიცი რატომ,მაგრამ მე ვიგრძენი და ემოცია ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ასეთ ნაწერებში. შესაძლოა,მეც მარიამი რომ ვარ იმიტომ :) ჩემი მოწონება ლექსს
2. აქ რასაც დებენ ხოლმე იმასთან შედარებით ' ანტიკაა' ეს მიძღვნა აქ რასაც დებენ ხოლმე იმასთან შედარებით ` ანტიკაა` ეს მიძღვნა
1. რა მიზეზით წერ ეს გასაგებია მაგრამ, რა მიზეზით აქვეყნებ - არა. იმედია მარიამს მოეწონებოდა. რა მიზეზით წერ ეს გასაგებია მაგრამ, რა მიზეზით აქვეყნებ - არა. იმედია მარიამს მოეწონებოდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|