ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მენატრება შენი თვალები მენატრება შენი თმები ადამიანებს შორის ზღვარი იზრდება და რჩება სევდა, რომ ჩვენ ვეღარასდროს შევხვდებით.
ან შევხვდებით მარშუტკაში და თვალებს ავარიდებთ ერთმანეთს, ძილის წინ კი დავფიქრდებით და დავიჯერებთ, რომ სიკვდილის შემდეგ სადღაც შევხვდებით. ან იქნებ პურის რიგში შეხვდე ანაფორიან კაცს და ვერ იცნო მე კი ვერ ვიცნო შენი სიმსუქნე ან დაბერება..
რამდენად დიდი სევდაა ადამიანებს შორის, რომ ვფიქრობ, ვხვდები, აქ სადღაც ღმერთია. სხვას ვერაფერს ვხვდები.
სევდაშია ღმერთი იდუმალი და ღია, ერთფეროვანი და საინტერესო ქრისტე მე შენ მიყვარხარ და მინდა გელაპარაკო. ჩაგეხუტო, შემდეგ ვითამაშოთ დახუჭობანა. მე თუ ვერ გიპოვი, ბავშვებს მოვუყვები თუ როგორ ვიჯექით და ვსვამდით ჩეხურ ლუდს.
ის ეძებს გოგოს, რომელიც მის ფიქრებს მუცელში ჩაილაგებს, მოენატრება, და სამსახურიდან მოსულს ჩაეხუტება.
მეც, შენც, ყველა. ყველა ასეა.
სიკვდილი არ არსებობს, მაგრამ არსებობს დედამიწის დატოვების შიში, მე მომენატრება სიარულით დაღლილი მანქანები, ჯერ არ მოჭრილი ხეები, კომპიუტერი, ქერა თმიანი კბილის ექიმი ლამაზი ღიმილით და პრეზიდენტის ლამაზი ცოლი.
ბავშვობის ფიქრებს თაროებზე ვდებთ და გვახსენდება სიკვდილის წინ ან მაშინ როდესაც დავთვრებით და ლოგინზე ჩუმად ვტირით და განვციდით თუ რა ყლეები ვართ.
ციხეში მოხვედრაზე მეტად არც ერთი ფიქრი მძულს.
რწმენის გარეშე ყველაფერს ვკარგავ, ვკარგავ იმედს, რომ მივალ ონკანთან, მოვუშვებ წყალს და დავისხამ.
ადამიანების სხეულს აქვთ ესთეტიკა, განსაკუთრებით ჯვარზე გაკრულ ქრისტეს.
საქმე, რომელიც არ განიჭებს სიამოვნებას, გავს მცირე სიკვდილს. სიკვდილი და სიცოცხლე ძალიან გავს ერთმანეთს, თითქმის ვერ ვხედავ განსხვავებას.
პოეზიას არ აქვს საზღვარი, იქ ერთად არიან ღმერთი და ეშმაკი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა თქმა უნდა რა თქმა უნდა
2. ისე მომეწონა ზოგიერთი კადრი ,ოღონდ ეს ბოლო ფრაზა არ გეთქვა , ძაან ბანალური დასასრულივით მომეჩვენა , . ისე მომეწონა ზოგიერთი კადრი ,ოღონდ ეს ბოლო ფრაზა არ გეთქვა , ძაან ბანალური დასასრულივით მომეჩვენა , .
1. ,,პოეზიას არ აქვს საზღვარი, იქ ერთად არიან ღმერთი და ეშმაკი." ,,პოეზიას არ აქვს საზღვარი, იქ ერთად არიან ღმერთი და ეშმაკი."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|