 | ავტორი: იანუსი ჟანრი: იუმორისტული 3 აგვისტო, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
არსებობენ სხვადასხვა ტიპის ადამიანები, ტიპების განსაზღვრა კი უამრავი პარამეტრითაა შესაძლებელი (გარეგნობიდან დაწყებული შინაგანი სამყაროთი დასრულებული), მაგრამ, მგონი, არის ისეთი რაღაცები, რაც ყველას გვაერთიანებს (ანატომიის გარდა). ყველას თუ არა, დიდ უმრავლესობას მაინც. ცხოველური საწყისები ყველა ჩვენგანში იმალება და ეს საწყისები სხვადასხვა გარემოში სხვადასხვანაირად იჩენენ თავს. საკუთარ თავზეც გამომიცდია, როგორ ვკარგავ ადამიანურობას ამ სიტყვის ჰუმანური გაგებით და ვხდები პირუტყვი, ამ სიტყვის ბნელი და შემაძრწუნებელი გაგებით (თორემ ისე, ზოგადად, პირუტყვებს არაფერს ვერჩი). აი, მაგალითად, ერთხელ, ხელში იასამნის ლამაზი მტევანი მეჭირა. იასამანი მიყვარს, ვყნოსავდი და თვალსაც ვაძღობდი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ჩემი აღქმის ორგანოები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ამ იასამნის სიკეთეები სრულად შემერგო, რაღაც დამატებითი მინდოდა, არ ვიცი რა. ერთხანს ვუყურე, მერე კი ვიგრძენი, როგორ მოიშალა ჩემში თვითკონტროლის ბერკეტები და ჰალკად არა, მაგრამ რაღაც სხვად ნამდვილად ვიქეცი, იასამანი მთელი ძალით მოვსრისე, ნაკუწებად ვაქციე და ამ ნაკუწებს ფეხებითაც შევდექი. ამ ყველაფერმა უცნაური სიამოვნება მომანიჭა. ასე, რომ სულის სიღრმეში ყველანი პირუტყვები ვართ, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და კიდევ უფრო დავრწმუნდი მას შემდეგ რაც ჩემი ბინის ეზოში გავიცანი ერთი უცნაური ადამიანი (ცხადია, უცნაური ადამიანები არსებობენ იმდენად, რამდენადაც არსებობს „ცნაურ“ ადამიანთა განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რაც ხშირად სტერეოტიპულია). იმ დღეს უაზროდ დაღლილი ჩემი ეზოს რაღაც სასწაულით ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი და წინასწარ დავიწყე იმისთვის მზადება, რომ მეშვიდე სართულზე კიბეებით მომიწევდა ასვლა, რადგან ლიფტისთვის ხურდა არ მქონდა. სანამ სამზადისს გავდიოდი ვიღაც მომიჯდა და რაღაც მკითხა, ვერ გავიგე, როცა შევხედე და კითხვა გავამეორებინე, ვუთხარი რომ არ ვეწეოდი. -არც მე ვეწევი. -აბა სიგარეტი რად გინდათ? -სიგარეტი კი არა, გამოლაპარაკება მინდა. კაცი იყო, ასე ოცდაათს ზემოთ, გავიცინე, რა უნდა მეთქვა. ამასობაში ლამაზმა ქალმა ჩაიარა და ისე დაუფარავად გააყოლა თვალი კაბაში გამოკვეთილ უკანალს, მე შევიშმუშნე უხერხულობისგან, თან, მგონი, მოჭარბებული ვნებისგან ტუჩიც მოიკვნიტა. -არსებობენ ტრაკები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მოხვდეს გაშლილი ხელი. -ჰა? -ჰო. დიდი სიამოვნებით შევადგენდი სიას სახელად: „50 ტრაკი, რომელსაც უნდა უბრწკინო, სანამ ცოცხალი ხარ.“ -ჰო, კაი იდეაა. - წამოვდექი. -სხვა იდეაც მაქვს: „50 კერტი, რომელიც...“ -მეჩქარება. - მანიაკობის დიაგნოზი საკმაოდ მტკიცედ დავსვი. -კი ბატონო, მომავალ შეხვედრამდე. -რა შეხვედრამდე? -მომავალ. ჩვენ კიდე ვილაპარაკებთ. -ჰო, როგორც იტყვით, კარგად. მეორე დღეს ეს ამბავი სამსახურში მოვყევი, თანამშრომლები იცინოდნენ, რედაქტორმაც ჩაფიქრებით გაიღიმა (ერთ ყვითელ გამოცემაში ვმუშაობ ჟურნალისტად). -შენი მეზობელია? -ალბათ, მაგრამ პირველად ვნახე. -საინტერესოა. -რა? -სკანდალი თავისი ანატომიით ვერტიკალურია, დინამიკური, ისარს ჰგავს, რომელიც სამიზნეს ყოველთვის ხვდება. ჩვენს ჟურნალს სწორედ ის მშვილდოსნები ასაზრდოებენ, რომლებიც ასეთ ისრებს ისვრიან. გვექნება საინტერესო ამბავი - გვეყოლება მკითხველიც, შესაბამისად სპონსორიც. ეს შენი მეზობელი მანიაკი უნდა იყოს, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა, ჩვენს ახალ რუბრიკას - „განსხვავებული ადამიანები“ - საზრდო სჭირდება. დაელაპარაკე, გამოჰკითხე როგორ აზროვნებს, რას საქმიანობს, იქნებ გამოსტყუო რამე, მერე ინტერვიუც ჩაწერე, ფარულად, თუ საჭირო იქნა. კარგად შეკრული ამბავი მომიტანე, რომელიც ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესო იქნება, ხომ იცი როგორც ხდება. -არ მგონია, კარგი იდეა იყოს. - შევიშმუშნე. -არის და დღესვე შეუდექი საქმეს. ახლავე წადი. -თუ ვერ ვიპოვე? ან არ დამელაპარაკა.. -საღერღელაშლილი ჩანს, დაგელაპარაკება. ვინც ეძიებდეს... წამოვედი, ფეხები უკან მრჩებოდა. მომავალ შეხვედრამდეო, აკი მითხრა. ეზოში იყო, სწორედ იმ ადგილას, სადაც წინა დღეს ვნახე. -გამარჯობა. გაეცინა, ხომ გეუბნებოდი სახე მიიღო. -გუშინ საინტერესო დიალოგი გვქონდა... -ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი. -ჰო, მე არ ვიცოდი. -იცი, ადამიანი სპერმატოზოიდის მთავარ მახასიათებელს სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს. მუდამ იქით მიიწევს, საითაც შექმნილი სიტუაცია გაისვრის. გამოუვალ მდგომარეობებში კი ჩვენ ყველანი პრეზერვატივში გამომწყვდეული თესლები ვართ. მიზნისკენ კიდე ზოგიერთები ისე მიილტვიან, როგორც უხსოვარი ბავშვობისას კვერცხუჯრედისკენ. პირის გაღების სურვილი დამეკარგა, მაგრამ დავალება ხომ უნდა შემესრულებინა, ამიტომ ვკითხე: -რას საქმიანობთ? -პროფესიით ეკონომისტი ვარ. -მოგწონთ თქვენი პროფესია? -ისე რა. მაგრამ არის რაღაც, რაც ძალიან მომწონს. ჩვენ შეგვიძლია ამას პროფესია ვუწოდოთ, ან გატაცება, თუნდაც ჰობი. -რა? -მასტურბაცია. ვერ ვიტან ჩემს სამსახურს. -საინტერესოა.. -ნამდვილად. დღესდღეობით მასტურბაცია მორალურ დანაშაულად აღიქმება, რის უკანაც რელიგიური დოგმები და უაზრო სტერეოტიპები დგას. მაგრამ ჩემთვის მასტურბაცია სხეულთან ურთიერთობაა. რა აზრი აქვს სულიერ წიაღსვლებს, თუ სხეულს უგულებელვყოფთ? არანაირი. საკუთარი თავის შეცნობის მაგისტრალური გზა ჩვენს სხეულზე გადის. მასთან ურთიერთობის სწორ ფორმას უნდა მივაგნოთ. ფორმას, რომლითაც შევძლებთ ჩვენი სხეულის შესწავლას. -და ეს გზა მასტურბაციაა? -ნამდვილად. მასტურბაციას არაფერი აქვს საერთო მორალთან, რელიგიასთან, დანაშაულთან ხომ მით უმეტეს. თქვენ ხშირად მასტურბირებთ? ერთი უცნაური თვისება მაქვს - როცა ჩემთვის არაკომფორტოლ სიტუაციაში ვარ, ანუ ისეთ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, რომელიც დიდად არ მომწონს, ჩემში მექანიკურად ირთვება რაღაც ალტერნატიული რეჟიმი და მე „მე“ კი არა, „ალტერნატიული მე“ ვარ, რომელიც დიდწილად სწორედ იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ეურთიერთობება. ქამელეონი რომ გარემოს ემსგავსება, რაღაც ეგეთი ფენომენი უნდა იყოს. მაგრამ რაღა ეს კაცია ჩემი „გარემო“? -ასე შვიდი-ექვსჯერ. -თვეში? -დღეში. -საინტერესოა. მეტისმეტიც კი. ეგ უკვე გადახრაა. თავის შეკავებას გირჩევ. მაგდენიც არ შეიძლება. გაიარე, გაიცანი ვინმე. წიგნი იკითხე, ტელევიზორს უყურე. გადაიტანე ყურადღება. არ გტკივა მაინც... -თქვენზე ვილაპარაკოთ. -კი ბატონო. თუ გინდა ჩემი ”იდეის“ შესახებაც მოგიყვები. -რატომაც არა. რა იდეაა? -დოსტოევსკის ყმაწვილს გამდიდრების იდეა ჰქონდა აკვიატებული, ჩემი იდეა კი კაცობრიობის გაუმჯობესებას ემსახურება, ამიტომ თავისი მასშტაბით გაცილებით გლობალურია. ნეგატიური ენერგია იმ ყველაფრის მიზეზია, რაც საბოლოო ჯამში გვაუბედურებს. უბედურება კი ჩვენ შორის დღითი დღე იდგამს ფესვებს, ანუ ნეგატიური ენერგია მუდმივად ძლიერდება. საბედნიეროდ არსებობს გზა, რომელიც ამ ენერგიას მოსპობს და საბოლოო ჯამში უბედურებასაც დაამარცხებს. ბედნიერები თუ არა, კმაყოფილები მაინც ვიქნებით. -და ეს გზა, რა თქმა უნდა, მასტურბაციაა, არა? -რა თქმა უნდა. მაგრამ აუცილებელია მისი, როგორც ფენომენის სწორად გააზრება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მიზნის მიღწევა. მასტურბაცია ნძრევაში არ უნდა აგვერიოს. მას შემდეგ, რაც გავიაზრებთ მის მნიშვნელობას, სწორად შევაფასებთ და შევცვლით სტერეოტიპად ჩამოყალიბებულ მიდგომას, უნდა დავიწყოთ გრაფიკის შედგენა და დავაწესოთ ზუსტი დრო მასტურბაციისთვის. ჩემი იდეის მიხედვით, ყოველ ქალაქში, სოფელში თუ უბრალოდ დასახლებაში უნდა აიგოს დიდი რატუშა ან საათი, რომელიც დადგენილი გრაფიკის მიხედვით აგუგუნდება ხოლმე. ამ ხმის გაგონებისთანავე, უკლებლივ ყველამ (მიუხედავად იმისა, რას აკეთებს) უნდა დაიწყოს მასტურბაცია. ეს იქნება სავალდებულო, დაუმორჩილებლობა კი კანონით დაისჯება. კანონივე დასჯის ყველა იმ ადამიანსაც, რომლებიც სხვა დროებშიც მიმართავენ მასტურბაციას. -და ეს რას მოგვიტანს? შობადობის კლების გარდა. -ადამიანები საკუთარ სხეულთან ურთიერთობას ისწავლიან, გარეგნობა სრულად დაკარგავს თავის მნიშვნელობას, რაც კაცობრიობისათვის უპრეცედენტო თანასწორობას მოგვიტანს. გარდა ამისა ნეგატიური ენერგია არსებობას შეწყვეტს, აგრესიის მუღამი უბრალოდ აღარ გვექება. ხანგრძლივ პერსპექტივაში მოისპობა ომი და დამყარდება მარადიული მშვიდობა. -ამბიციური იდეაა. -რეალური. მე მხოლოდ მონახაზი დაგანახეთ, რა თქმა უნდა, არსებობს საყურადღებო დეტალებიც, მაგალითად, სპეციალური ტანსაცმლის შემოღება, რომლითაც მასტურბაცია ნებისმიერ ადგილას ადვილად გახდება შესაძლებელი და რადგან გარეგნობა აღარავისთვის იქნება პრიორიტეტული, აქცენტს ყველა სწორედ კომფორტზე გააკეთებს. ამასთან, ყველა ქალაქს ეყოლება მასტურბაციაში განსაკუთრებით დახელოვნებული რამდენიმე მოქალაქე - მასტერ-მასტურბატორი - რომელიც საჭიროების შემთხვევაში სხვებსაც გაუწევს კონსულტაციას. მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანაა აუცილებელი მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საკითხშიც. დასადგენია მასტურბაციის სიხშირე და დღიური ნორმა წლოვანების მიხედვით. მე ჯერ კიდევ ვმუშაობ ამ იდეაზე, ყოველდღე ვხვეწ მას და მალე სრულყოფილ სახესაც მივცემ. -და მერე რა მოხდება, მერიას წარუდგენთ? -არა, დოკუმენტად შემოვუნახავ მომავალ თაობებს. მშვენივრად ვხვდები, რომ მე მის განხორციელებას ვერ შევესწრები, მაგრამ დიდი იდეები უკვალოდ არასოდეს იკარგება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ იარსებებს ის თაობა, რომელიც ჩემს იდეას სრულად განახორციელებს. აი, მაშინ და მხოლოდ მაშინ ეშველება კაცობრიობას, თუ მანამდე არ ამოწყდა. -დიდი მადლობა. - წამოვდექი. თუ უნდა, გამაგდოს იმ ჩემისამ, მე ამასთან საუბრის გამგრძელებელი აღარ ვარ. რა გახდა, ბოლოს და ბოლოს, საინტერესო ადამიანები დაილივნენ?! რაღა მაინცდამაინც მანიაკებს დავდევთ, ან როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ხალხს მოეწონოს? ჩემი სიყვითლეშეპარული გონებაც კი ჯანყს მოუცავს. -უკვე მიდიხარ? -რაღა უკვე. - გამეცინა. -მაგრამ მე ჯერაც არ გამინდია შენთვის „სწორი ერექციის თეორია“, რომელიც გამოწვეულ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სხეულზე ფიქრით, მასთან ურთიერთობის სურვილით და არა ვთქვათ მოკლე კაბაში გამოკვეთილი უკანალითა თუ ღრმა დეკოლტეში მარგალიტებივით ჩამჯდარი მკერდით... -გმადლობთ, არაა საჭირო. რედაქტორი დიდი ინტერესით მისმენდა, შიგადაშიგ კმაყოფილებითაც მიქნევდა თავს, მაგრამ ბოლოს მაინც ის თქვა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა: -არაა საკმარისი. -მეტი მასალის მოტანას მე არ შემიძლია. - როგორც შემეძლო მტკიცედ ვთქვი. -არც გთხოვ, - შვებით ამოვისუნთქე, - მე თვითონ წამოვალ. - ჰაერი გადამცდა. ცუდი იდეაა-მეთქი, კი გავისავსავე, მაგრამ ფალოსზე დამიკიდეს. რას ვიფიქრებდი თუ ჩემი ბინის ეზოსთან მიახლოვება ოდესმე ასე შემზარავდა. უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. კაცი, რომელსაც ჩუკინობა ძლიერ უყვარდა დაბარებულივით დაგვხვდა. შინაურულადაც კი მომესალმა და ხელი გამომიწოდა. შენ ნძრევის უფლება უნდა ჩამოგართვან და არა ხელი-მეთქი, კი გავიფიქრე, მაგრამ მაინც შეეხო ჩვენი ხელები და თავი იმით ვინუგეშე, რომ რედაქტორსაც გულიანად ეხელისგულა. -დასხედით. - ისე გვითხრა, თითქოს ეზოში კი არა, მაგის სახლში ვყოფილიყავით სტუმრად. სულაც არ გაჰკვირვებია, რომ ჟურნალისტი აღმოვჩნდი, კმაყოფილმა ჩაიღიმილა, არც ის ეთაკილა დიდად, რომ რედაქტორიც მიადგა. -თქვენ ძალიან საინტერესო შეხედულებების მქონე ადამიანი ხართ, - საქმეზე გადავიდა ყვითელი ბოსი. - სწორედ ისეთი რესპონდენტი, ჩვენს ჟურნალს რომ სჭირდება. ჩემმა ჟურნალისტმა, - მხარზე ხელი დამადო, - ყველაფერი დეტალურად მაცნობა, მთავარი ისტორია, ასე ვთქვათ, ამბავი, პროფილის ძირითადი შტრიხებით უკვე მზადაა. ახლა მსურს პირადად გავიგო თქვენგან ის, რაზეც ჯერ არავისთან გისაუბრიათ, რათა სტატია სრულყოფილი გამოვიდეს. -რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. - ნაჯაფი ხელები მოიფშვნიტა კაცმა, რომელსაც თავადაც იცით, რაც უყვარდა. - მე თქვენ გაგანდობთ „დიდი გათავების თეორიას“, მოსულა? -მოსულა და თან შხაპუნა წვიმა, შესანიშნავია. - თვალები გაუბრწყინდა კაცს, რომელიც ხელფასს მიხდიდა. მასტერ-მასტურბატორმა ფიქრიანად ჩაისუნთქა ჰაერი და შთამაგონებლური მზერით გახედა ჰორიზონტს. -დიდი გათავების თეორიას სწორი ერექციის ფენომენი უდევს საფუძვლად. ერთი მეორის გარეშე გამორიცხულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი გათავება, ანუ სრულყოფილი ორგაზმი, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი პოსტორგაზმული უკუჩვენებებისგან (როგორიცაა, მაგალითად, თვით-ზიზღი, დანაშაულის შეგრძნება და ა.შ.) მხოლოდ მას შემდეგ მიიღწევა, როცა შევძლებთ ერექციის განვითარებას არა ბანალური, ეროტიკული თუ პორნო გზებით, არამედ თვითშეცნობით, სხეულის, როგორც ფენომენის სრულყოფილი გააზრებით. -უფრო გასაგებად? ჩვენ ხომ ხმა ათასობით მკითხველს უნდა მივაწვდინოთ და ეს ხმა უნდა იყოს ყველასთვის გასაგები... -მაგალითის სახით გეტყვით. საწოლში წევხართ და გესმით რატუშის ხმა, რომელიც გაცნობებთ, რომ მასტურბაციის დროა. ამ დროს თქვენ ცოტა ხნის წინ დანახულ მოკლეკაბიან მეზობელზე და მის ღირსშესანიშნავ ადგილებზე კი არ იწყებთ ფიქრს. -აბა?! -აცნობიერებთ, რომ საკუთარ სხეულთან მარტო დარჩენის დრო დადგა, ყოველგვარ ფიქრს, აზრს, გონების ყველა ნაწარმს უკუაგდებთ და სრულად კონცენტრირდებით შეგრძნებებზე. მერე ამ ფიქრების პარალელურად მხედველობისა და შეხების გზით აღიქვამთ სხეულს, მის ყველა დეტალს, რომელზეც ხელი მიგიწვდებათ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, და იწყებთ სხეულთან მის ენაზე საუბარს. ეს უნდა იყოს ინტიმური პროცესი და არა ეროტიკული. სწორედ ამ გზით განივითარებთ სწორ ერექციას, რის შემდეგაც დიდ გათავებამდე მისვლა მხოლოდ დროის საკითხია. -გქონიათ მსგავსი გამოცდილება? - მოკრძალებით ჰკითხა ჩემმა უფროსმა და მეც ინტერესით დაველოდე პასუხს. -მე განვითარების იმ ეტაპზე ვარ, რომელზეც მსგავსი გამოცდილების მიღება ნებისმიერ დროს და ადგილას შემიძლია. ისე გვითხრა, მალევე მივხვდი, სიტყვას რამდენიმე წამში ქმედებაც მოჰყვებოდა და შეშფოთებული წამოვვარდი ფეხზე. რედაქტორმა გაკვირვებით შემომხედა, იმ კაცმა კი, რომელიც წელს ქვემოთ უკვე შიშველი იყო, მხოლოდ გამიღიმა და საქმეს შეუდგა. მე უკან უკან წავედი, რედაქტორიც დაბნეული ჩანდა, ისევ მის გვერდით იჯდა და უაზროდ მისჩერებოდა, თითქოს პარალიზებული იყო. სხეულთან ურთიერთობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა და სასურველი შედეგი მოგუდული კვნესით აღინიშნა, მერე კი პოსტ-ორგაზმულ თაფლობის თვეში გავიდა, დიდხანს ნეტარებდა თვალდახუჭული. მე უაზროდ გაყინული ვიდექი, რედაქტორი კი არანაკლებ უაზროდ პარალიზებული იჯდა და უყურებდა ნეტარების შუქით განათებულ სახეს, ჩამძვრალ შარვალსა და ნიფხავსაც კი ჩააყოლა თავი, ბოლოს ისიც წამოდგა, რაღაცნაირი დაგვიანებული შეშფოთებით. -აი, დემონსტრაციისთვის, თქვენ წინაშე იყო სრულყოფილი ორგაზმი. - ჩვენთვისაც მოიცალა კაცმა, რომელიც შარვლის ღილს ისე იკრავდა, თითქოს ცოტა ხნის წინ ბინის ეზოში არ დაენძრიოს. - როგორ ფიქრობთ, საკმარისი მასალაა თქვენი სტატიისთვის? გულის რევის შეგრძნება უფროდაუფრო მიმძაფრდებოდა, ბოლოს კი აგრესიულ ზიზღში გადამეზარდა და ორივეს ზურგი ვაქციე, ბინაში დავაპირე ასვლა. რედაქტორმა დამიძახა, არ მომიხედავს, უფრო ხმამაღლა დამიძახა, მომინდა, დავბრუნებულიყავი და წიხლით შევდგომოდი. წამომეწია, ფერდაკარგული ჩანდა, დამორცხვებულიც. -ეს ვინ ყოფილა. - აშკარად სიტყვებს ეძებდა, ნაბიჯი არ შემინელებია. - მართალი იყავი, ცუდი იდეა იყო აქ მოსვლა, - და გახუმრებაც სცადა - ისე, ნეტა ფოტოაპარატი წამოგვეღო რომელიმეს, რა ფოტო-მასალა გვექნებოდა?! გავჩერდი და თვალებში შევხედე. ცოტა ხანს უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს. -ოფისში უნდა დაბრუნდე, სახლში რატომ ადიხარ? - ეს მკითხა. სანამ ხმას ამოვიღებდი ბევრი ვიფიქრე. ძალიან ბევრი, ერთი სიტყვისთვის. სიტყვისთვის, რომელმაც ჩემი ზიზღი სრულად დაიტია: -გააჯვი. ავუყევი კიბეებს, სახლამდე რომ უნდა მივეყვანე, ლიფტისთვის ხურდა არ მქონდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. რატო ასკვნით ავტომატურად რომ ვინც ინტიმურ საკითხებს ეხება, ყურადღების მიქცევას ცდილობს, ჩემთვის გაუგებარია. რატო ასკვნით ავტომატურად რომ ვინც ინტიმურ საკითხებს ეხება, ყურადღების მიქცევას ცდილობს, ჩემთვის გაუგებარია.
24. ასეთი ხერხით ყურადღების მიქცევა მრავალჯერ ნაცადი ხერხია. ვფიქრობ, ავტორს არ აქვს ამის გასაჭირი.
ასეთი ხერხით ყურადღების მიქცევა მრავალჯერ ნაცადი ხერხია. ვფიქრობ, ავტორს არ აქვს ამის გასაჭირი.
23. დოკუმენტად შემონახული, მომავალი თაობებისთვის, მე მხოლოდ დღეს შევნიშნე თავფურცელზე ) განა რამე... უბრალოდ გულის რევის შეგრძნება მაქვს ამ წუთას... ნაწერმა თავისი მოახერხა.
დოკუმენტად შემონახული, მომავალი თაობებისთვის, მე მხოლოდ დღეს შევნიშნე თავფურცელზე ) განა რამე... უბრალოდ გულის რევის შეგრძნება მაქვს ამ წუთას... ნაწერმა თავისი მოახერხა.
22. წავიკითხე და აგვისტოს თვეში ცოტა გაჭირვებია საიტს იუმორისტულები, რაკი, ეს ნაწერია თავფურცელზე. იუმორისტული უფრო არ ეთქმის ამას. უფრო სხვა რამაა. ...და ვიფიქრე, რომ ასეთი მანერის, თხრობის და მოქნილი სიტყვის მქონე ადამიანისგან საინტერესოდ წაიკითხება ყველაფერი, ოღონდ, არა იაფი და არაფრისმომცემი ეპატაჟური ნამუშევრები.
ნაწერმა გარკვეულწილად წარმოდგენა შემიქმნა ავტორის ძალიან დიდ გონებრივ გაქანებაზე. მაინც არის რაღაცები, რაც არ უნდა გააუბრალოვო და რასაც არ უნდა შეეხო, ასე მგონია და დოჩანაშვილიც დამეთანხმებოდა :)) წავიკითხე და აგვისტოს თვეში ცოტა გაჭირვებია საიტს იუმორისტულები, რაკი, ეს ნაწერია თავფურცელზე. იუმორისტული უფრო არ ეთქმის ამას. უფრო სხვა რამაა. ...და ვიფიქრე, რომ ასეთი მანერის, თხრობის და მოქნილი სიტყვის მქონე ადამიანისგან საინტერესოდ წაიკითხება ყველაფერი, ოღონდ, არა იაფი და არაფრისმომცემი ეპატაჟური ნამუშევრები.
ნაწერმა გარკვეულწილად წარმოდგენა შემიქმნა ავტორის ძალიან დიდ გონებრივ გაქანებაზე. მაინც არის რაღაცები, რაც არ უნდა გააუბრალოვო და რასაც არ უნდა შეეხო, ასე მგონია და დოჩანაშვილიც დამეთანხმებოდა :))
21. ჯონათან))))))),,სამეცნიერო ნაშრომი,,)))))))
ჯონათან))))))),,სამეცნიერო ნაშრომი,,)))))))
20. https://www.youtube.com/watch?v=esMWX6fREkI :) https://www.youtube.com/watch?v=esMWX6fREkI :)
19. "იცი, ადამიანი სპერმატოზოიდის მთავარ მახასიათებელს სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს. მუდამ იქით მიიწევს, საითაც შექმნილი სიტუაცია გაისვრის. " :))
ოჰ, ბექა! ოხერო, ბექა! :)
+5 "იცი, ადამიანი სპერმატოზოიდის მთავარ მახასიათებელს სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს. მუდამ იქით მიიწევს, საითაც შექმნილი სიტუაცია გაისვრის. " :))
ოჰ, ბექა! ოხერო, ბექა! :)
+5
18. სექტემბრიდან კი ვიკავებ მაგ პოზიციას :დ სექტემბრიდან კი ვიკავებ მაგ პოზიციას :დ
17. ფაქტობრივად სამეცნიერო ნაშრომია :)
"როცა ჩემთვის არაკომფორტოლ სიტუაციაში ვარ, ანუ ისეთ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, რომელიც დიდად არ მომწონს, ჩემში მექანიკურად ირთვება რაღაც ალტერნატიული რეჟიმი და მე „მე“ კი არა, „ალტერნატიული მე“ ვარ, რომელიც დიდწილად სწორედ იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ეურთიერთობება. "- ეს თავისმართლებას ჰგავდა ;)
"სკანდალი თავისი ანატომიით ვერტიკალურია, დინამიკური, ისარს ჰგავს, რომელიც სამიზნეს ყოველთვის ხვდება."- თქვენგან წარმატებული რედაქტორი დადგებოდა :)
ფაქტობრივად სამეცნიერო ნაშრომია :)
"როცა ჩემთვის არაკომფორტოლ სიტუაციაში ვარ, ანუ ისეთ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, რომელიც დიდად არ მომწონს, ჩემში მექანიკურად ირთვება რაღაც ალტერნატიული რეჟიმი და მე „მე“ კი არა, „ალტერნატიული მე“ ვარ, რომელიც დიდწილად სწორედ იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ეურთიერთობება. "- ეს თავისმართლებას ჰგავდა ;)
"სკანდალი თავისი ანატომიით ვერტიკალურია, დინამიკური, ისარს ჰგავს, რომელიც სამიზნეს ყოველთვის ხვდება."- თქვენგან წარმატებული რედაქტორი დადგებოდა :)
16. ღადაობა და კაიფი შორს ჩემი პროზისგან, მისტერ ჯეკისთვის გადამილოცავს შენი თავი ღადაობა და კაიფი შორს ჩემი პროზისგან, მისტერ ჯეკისთვის გადამილოცავს შენი თავი
15. იდეა კაია ;დდ ამაზე ის გამახსენდა, ამასწინათ წავიკითხე მისტერ ჯეკის ბლოგი (https://mrjack189.wordpress.com) , რომელიც ეხებოდა მასტურბაციას ;დ ის მაგარი ღადაობა იყო;დ შენთან უფრო ჩამოყალიბებული თეორიებია, მარა მოსაწყენია ცოტა;დ ვისაც ამ თემაზე რასაც ქვია ღადაობა გინდათ მისტერ ჯეკს ესტუმრეთ :)
მადამ ფისუნია, რატოა სატირალი ? ;დდდ იდეა კაია ;დდ ამაზე ის გამახსენდა, ამასწინათ წავიკითხე მისტერ ჯეკის ბლოგი (https://mrjack189.wordpress.com) , რომელიც ეხებოდა მასტურბაციას ;დ ის მაგარი ღადაობა იყო;დ შენთან უფრო ჩამოყალიბებული თეორიებია, მარა მოსაწყენია ცოტა;დ ვისაც ამ თემაზე რასაც ქვია ღადაობა გინდათ მისტერ ჯეკს ესტუმრეთ :)
მადამ ფისუნია, რატოა სატირალი ? ;დდდ
14. ლუციფერაც იცი? :დ გულჩათხრობილი კნუტია, ჰამსუნს არ გავს, არ ვიცი რა ვურჩიო :დ გადავცემ ჰამსუნს მოკითხვას ლუციფერაც იცი? :დ გულჩათხრობილი კნუტია, ჰამსუნს არ გავს, არ ვიცი რა ვურჩიო :დ გადავცემ ჰამსუნს მოკითხვას
13. ლუციფერასგან დადგება მაგარი მწერალი, ბიძგი სჭირდება იან.. შენებურად მიხედე:დ ჰამსუნს უთხარი დამირეკოს.. რძე დაგვიძველდა თქო.. ლუციფერასგან დადგება მაგარი მწერალი, ბიძგი სჭირდება იან.. შენებურად მიხედე:დ ჰამსუნს უთხარი დამირეკოს.. რძე დაგვიძველდა თქო..
12. არამხოლოდ :დ არამხოლოდ :დ
11. :დ ყვარებია თევზი :დ ყვარებია თევზი
10. აჰაჰ ინი :დდდ ჰამსუნი მოვქრთამე, თევზზე გიჟდება აჰაჰ ინი :დდდ ჰამსუნი მოვქრთამე, თევზზე გიჟდება
9. ჰამსუნმა მე ვწერ ამ ყველაფერს და იანუსი იპარავსო. მე რა, თვითონ თქვა..
"კატა, რომელსაც მარტაობა ძლიერ უყვარდა." ეს არის ჰამსუნის ნაშრომი, რომელიც პატ. იანუსმა მიითვისა..
წერტილი ჰამსუნმა მე ვწერ ამ ყველაფერს და იანუსი იპარავსო. მე რა, თვითონ თქვა..
"კატა, რომელსაც მარტაობა ძლიერ უყვარდა." ეს არის ჰამსუნის ნაშრომი, რომელიც პატ. იანუსმა მიითვისა..
წერტილი
8. კარგად გამეცინა... მარა სატირალია... კარგად გამეცინა... მარა სატირალია...
7. კი როგორ არა კი როგორ არა
6. არ ჩამოგალაბორანტეს?
არ ჩამოგალაბორანტეს?
5. თუ ლიტერატურული ცოდნა არ მღალატობს ეს რეალიზმის ჟანრია.. :) და რაც შეეხება წერილს .. არ ვიცი იცი თუ არა მაგრამ ადრე საქართველოში პროზაულ ნაწარმოებს °წერილს° ეძახდნენ... მეც ამ კონტესტში გამოვიყენე.. ასე რომ არანაირად არ მიფიქრია რაიმე ფორმით ნაწარმოების დაკნინება.. :)
თუ ლიტერატურული ცოდნა არ მღალატობს ეს რეალიზმის ჟანრია.. :) და რაც შეეხება წერილს .. არ ვიცი იცი თუ არა მაგრამ ადრე საქართველოში პროზაულ ნაწარმოებს °წერილს° ეძახდნენ... მეც ამ კონტესტში გამოვიყენე.. ასე რომ არანაირად არ მიფიქრია რაიმე ფორმით ნაწარმოების დაკნინება.. :)
4. რა ჟანრისთვის? :)) ან წერილი და დეპეშა რა შუაშია :დ რა ჟანრისთვის? :)) ან წერილი და დეპეშა რა შუაშია :დ
3. რა ჟანრისთვის? :)) რა ჟანრისთვის? :))
2. ამ ჟანრისთვის ძაან საკაიფო წერილია.. თან იუმორისტულ ცინიკური თხრობაა რაც უფრო მეტად საინტერესოს ხდის ტექსტს.. თან ერთი ფილმი გამახსენა (ახალი ფილმია) სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს.. სადაც თითქმის იგივე ტიპის პრობლემებზეა საუბარი (ირიბად) რაზეც აქ.. ამ ჟანრისთვის ძაან საკაიფო წერილია.. თან იუმორისტულ ცინიკური თხრობაა რაც უფრო მეტად საინტერესოს ხდის ტექსტს.. თან ერთი ფილმი გამახსენა (ახალი ფილმია) სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს.. სადაც თითქმის იგივე ტიპის პრობლემებზეა საუბარი (ირიბად) რაზეც აქ..
1. თქვენ წინაშეა კაცი, რომელსაც მასტურბაცია ძლიერ უყვარდა;
კაცი, რომელმაც შეიმუშავი დიდი გათავებისა და სწორი ერექციის თეორიები;
კაცი, რომლისთვისაც სხეულთა ურთიერთობის მაგისტრალური გზა მასტურბაციაზე გადის.
ინჯოი თქვენ წინაშეა კაცი, რომელსაც მასტურბაცია ძლიერ უყვარდა;
კაცი, რომელმაც შეიმუშავი დიდი გათავებისა და სწორი ერექციის თეორიები;
კაცი, რომლისთვისაც სხეულთა ურთიერთობის მაგისტრალური გზა მასტურბაციაზე გადის.
ინჯოი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|