ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2015


ძაღლი

ძაღლი ყეფს გარეთ,
დაიღალა ალბათ ცხოვრებით.
ეჰ ჩემო თავო, რა დროს ძაღლი,
რა დროს ყეფაა,
გავანიავე ყველა ვერცხლი რაც კი მომეცი,
ღმერთო, როდესაც უშენობა ამოვირჩიე,
ახლა ძაღლივით დაღლილი ვარ,
ყეფას შევეშვი,
ცხოვრება ხელში ჩამელია, პეშვიდან წვეთავს
საკუთარ თავში ჩაკეტილი მფატრავს ცხოველი
ვწევარ მიწაზე უგონოდ და ნახევრად მწველი
მზის ყველა სხივი  უიმედოდ ზეციდან მზვერავს,
ძნელია ყოფნა, როცა ძაღლიც ბედით გჯობია,
ძნელია ფიქრი, როცა გზები დასრულდა ყველა,
შენ მართალი ხარ, ჩემო ძაღლო ყეფა ჯობია,
ასე მარტო და უიმედოდ ზეცაში ფრენას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები