 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 19 აგვისტო, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მ.დ.ფ.-ის კარი გამოვიხურე და გარეთ გამოვედი ქუჩა სავსე იყო გაჭირვებული ადამიანებით,ზოგს ხელი გაეშვირა, ზოგსაც ფეხები ქონდა აშვერილი (იქვე არა!).....ზოგს კი მართლა უჭირდა, მაგრამ ვერ გაებედა, სირცხვილი....სირცხვილი ...... ქალაქს ორი სტიქია ინაწილებდა და ვერ გაეყო....ეს იყო სიცხე და კრიზისი....21-ე საუკუნის ქალაქში ყველაფერი იყიდებოდა..... წურბელები, ფენოვანი ხაჭაპური.....სიყვარული......ტელეფონები.......
............................................................................................. საერთოდ, როცა რაიმე ამაღლებულზე ფიქრობთ, აუცილებელია ფეხზე დგომა! დამჯდარი და დაწოლილი ადამიანის თავში მხოლოდ მონური აზრები მოდის!....ამიტომ დიდხანს ვიდექი და სივრცეს მივშტერებოდი, ხანდახან ფეხისწვერებზეც ვდგებოდი და ვცდილობდი ჰორიზონტი დამენახა....მაგრამ ქალაქებში ჰორიზონტი არ მოსჩანს.... ავტობუსში ავედი. სიცხემ თავბრუ დამახვია...დავემხე ოფლიან სკამზე , მიმოვიხედე, კონტროლიორს ნაბეღვლავის ბოთლი ჩეხუტებინა, გახსნა, დაეწაფა, თან თვალს არ მაშორებდა, მერე ჩემსკენ გამოექანა...ამასობაში მეორე გაჩერებასაც მივადექით....კარი გაიღო და ცოტა სიგრილე მოგვბერა, ის იყო მძღოლი დაძვრას აპირებდა რომ ვიღაც მოხუცებული ქალი ამოეკვეტა უკანა კარში, თითქმის ამოვიდა, მძღოლმა კარის დახურვა სცადა , დაძრა და..... ქალი საშინლად აწივლდა...უკან ჩადგა რატომღაც ცალი ფეხი, გამხდარი ხელით სახელურს დაებღაუჭა , თან ისე წიოდა როგორც საგანგებო სიტუაციების მანქანა...მძღოლმა სასწრაფოდ დაამუხრუჭა, კონტროლიორს დავავიწყდი , მის საშველად გაექანა, ისე სწრაფად რომ წაგებული გუნდის გამხეცებული რაგბისტი გამახსენდა, სულ რომ კიდია უკვე ყველაფერი.....გზაზე მოცელა სტუდენტი გოგონა, ბავშვიანი ქალი...ქალს ბავშვი გაუვარდა და ისიც აკივლდა......ის მოხუცი ქალი კი ამ ხმაური გადაფარვას საკმაოდ ოსტატურად ახერხებდა...ეტყობოდა მეტი გამოცდილება ქონდა .... ეს სცენა ისე სწრაფად გათამაშდა რომ პირის დაღებაც ვერ მოვასწარი...კონტროლიორი ეცა ქალს , ამოათრია...მძღოლი უკვე დაწყნარებულიყო, ხმადაბლა აგინებდა ბებრებს , რომლებსაც მოეწყინებათ და გარეთ უაზროდ დაწანწალებენ..... თან სარკეში იყურებოდა, მერე , როცა კონტროლიორმა ძლივს გააშვებინა სახელურს ხელი იმ მოხუც ქალს და დასვა , აამუშავა მოტორი....თან დაუსიგნალა უკვე წინ ჩამდგარ უსინდისო ტაქსისტს ...............დავიძარით, ქალი ისევ რაღაცას წუწუნებდა, კონტროლიორი აწყნარებდა .... რატომღაც ის ქალი შემდეგ (?) გაჩერებაზე ჩავიდა , უკმაყოფილო იყო, რაღაცას ამბობდა მგონი „ფეხი თუ ხელი კინაღამ მომტეხაო...რა უსინდისო ,მძღოლიაო..გიჩივლებთო.....მე ამ დროს შუა კარიდან ჩავხტი, ავტობუსი დაიძრა და...იგივე ისტერია დაიწყო! ქალი, რომელის ჩასვლასაც ასე მოთმინებით ელოდებოდა მძღოლი, დაძვრისთანავე ისევ უკან ახტა საკმაოდ მკვირცხლად, იმდენი მოახერხა რომ ნახევრად დაკეტილ კარში გაჭედვაც შესძლო! მერე უფრო მაღალ ტონალობაში წივილი დაიწყო! მეტი ვეღარ მოვითმინე , მივვარდი იმ ქალს და ძალით ჩამოვათრიე...ავტობუსი წავიდა , ფანჯარაში კონტროლიორის გაბრწყინებული და მერე კი გაბრაზებული სახე დავინახე! აჰაა...............ბილეთი არ ამიღია! მერე რა შე ჩემა!!!!!სამაგიეროდ პრობლემა ხომ მოგაშორეთ! ქალი ახლა მე მეტაკა, მეგონა ჩხუბს დამიწყებდა, მაგრამ არა, პირიქით, ეშმაკური სახით მადლობა მომიხდა, მთხოვა სკამზე დამსვიო... იქვე, გაჩერებაზე დავსვი, ქალმა თვალები მოხუჭა , მე დრო ვიხელთე და გაპარვა ვცადე, შევტრიალდი...თუმცა, ქალმა, რომელიც ეტყობოდა მაგარი შენძრეული არსებების კლასს განეკუთვნებოდა, უცებ დააჭყიტა თვალები, დაახლოებით ისე, როცა ბავშვს არწევ, არწევ და გგონია დაიძინა, არწევ, დაგეღალა ხელები , მერე ფრთხილად აწვენ საწოლზე და.......ღია აქვს თვალები!... თურმე კატაობდა! .....შვილოოოო-- მითხრა ქალმა, ----შვილო, დიდი მადლობა რომ გადამარჩინე! ----არაფერს --ვუთხარი და ნელ-ნელა გვერდზე გაჩოჩება დავიწყე, ქალმა წამოიწია, ხელი მტაცა. -----სად მიდიხარ შვილო?----მე ხომ ახლა სიკეთე უნდა სიკეთით უნდა გადაგიხადო.....არ წახვიდე ! იესომ თქვა...----მოიწი ახლოს, არავინ გაიგონიოს! ახლოს!
.................................................................................................. მიმოვიხედე, გაჩერებზე სხვა მგზავრებიც იყვნენ, არავინ გვისმენდა, ნეტავ რა ეჩვენება ამ ქოფაკს? გავიფიქრე , მოხუცმა უფრო მაგრად დამქაჩა... --შვილო, მე მალე მოვკვდები....იცი რა...ასეთი კეთილი ადამიანი პირველად ვნახე და მე მინდა... ----არა, რას ამბობთ! --ვუთხარი მოწყალე ღიმილით--რა სიკვდილი? რა დროს ეგაა? თქვენ...მე უბრალოდ... ---ხმა ჩაიწყვიტე შვილო! -----ჩუმად ჩაიბუბუნა ქალმა ----მე ასი ათასი მაქვს ბანკში....არავინ მყავს ....მინდა რომ....მინდა რომ... ახლა უკვე მართლა შევშინდი, გარშემო ფრთხილად მიმოვიხედე...ორი მგზავრი წასულიყო, სამაგიეროდ ვიღაცა დაკუნთული დამატებოდა..... გაჩერება პაწაწკინტელა ჩრდილს ქმნიდა და ყველა იქ იყო შემოტენილი.... --ჩუმად!---აკანკალებული თითი მიიდო ტუჩებზე ქალმა--ჩუმად მეთქი! აი, აიღე! და პლასტიკური ბარათი მომაწოდა. ბარათი ავტომატურად გამოვართვი და ჯიბეში ჩადება კი ვერ მომეხერხებინა, ვერ ვტვინავდი.....სანამ ქალმა ძალით არ ჩამიტენა , ხელი ჩავიყავი, მოვსინჯე და აღარც ამომიღია, სახეზე ერთმანეთში არეული რამდენიმე გრძნობა მეწერა.........შიში, ცხოველური სიხარული, გაკვირვება......ისევ შიში..მერე ..მერე....
---ახლა კოდს გეტყვი, დაიცა შვილო...---თქვა ქალმა და ჩანთაში ქექვა დაიწყო. ქექვა სულ ათიოდე წუთს გრძელდებოდა, შემიძლია დავიფიცო რომ ეს ყველაზე მძიმე წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში! მეჩვენებოდა თითქოს ერთი საუკუნე გავიდა უკვე , ვკანკალებდი, მზე აჭერდა...ჩრდილმა გადანაცვლება დაიწყო..მუხლები ამეწვა........ქალმა კიდევ რაღაც ქაღალდები ამოყარა...ისევ ძებნა დაიწყო..... --იპოვნეთ? ---ვკითხე აკანკალებული, კნავილისმაგვარი ხმით ქალი არ მპასუხობდა.....ეძებდა და ეძებდა....
.................................................................................................................................................... როცა უკვე დაახლოებით 2 საათი გავიდა, ქალმა თავი ასწია . --ოჰ ეს სიბერე, ვერც ვხედავ უკვე....დაიღალე შვილო? --არაააა...რას ამბობთ!....იქნებ მე მოვძებნო? ქალმა დაღლილი და ოფლით დაცვარული სახით კეთილად გამიღიმა , ჩანთა მომაწოდა, მე განერვიულებულმა ჩანთა ეგრევე, იქვე, ძირს გადმოვყარე და ქექვა დავიწყე. ისე გავერთე რომ ვერც კი მივხვდი თავზე პატრული როგორ დამადგა! ... მე ამ დროს ჩემთვის ვბუტბუტებდი.....ვიგინებოდი ...რადგან იმ იდიოტის ჩანთაში უამრავი ქაღალდი ეყარა!!!!!!!!!! რატომღაც ეს გაზეთები იყო, ძველი, გაყვითლებული........20-30 წლის წინანდელი!.... ისე გავერთე, თანდათან ხმას ავუწიე!!!!!!!!!!!! --სად არის ეს დედამოტყნული პინკოდი....სად ჩაიწერე შე ჩემა! ...ოოოოხ შენი დედას შევეცი....სად არის პინკოდი!!!!!!!!!! აქ არ არის....რა ხდება????? უცებ ნაცნობი წივილი გავიგე... --აი! ეგ არის, ეგ ! მომპარა!!!!!!!!!! ჩემი პენსია..........საპენსიო ბარათი მომპარა ამ უსინდისომ!
პატრულმა ხელი ამომიგრიხა და მანქანაში ჩამსვა... ფანჯრიდან ქალს შევხედე...მას სახე საოცრად მშვიდი და კმაყოფილი ქონდა..............პატრულს მადლობას უხდიდა.....მერე მე გადმომხედა გამარჯვებული სახით...არ უნდა ჩაერიო სხვის საქმეში! გავიფიქრე.....ბებერ , მარტოხელა და მოწყენილ ქალს გართობის საშუალება არ მივეცი და აჰაა!!!!!!! აი თუ არ გაერთო მაინც!!!!!!
ს.ნ. 2015.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ვაღიარებ გამეცინა...საინტერესოა....მართლა.მე მომეწონა. ვაღიარებ გამეცინა...საინტერესოა....მართლა.მე მომეწონა.
7. კარგი გასართობი ჰქონია ბებოს :D
საინტერესო ამბავია))) კარგი გასართობი ჰქონია ბებოს :D
საინტერესო ამბავია)))
6. ბრავო, სერგეი! შესანიშნავია!!!! ბრავო, სერგეი! შესანიშნავია!!!!
5. სულ მგონია რეალურ ისტორიებს უკეთებს შემდეგ ჰიპერბოლიზაციას და იმას აქვეყნებს სერგეი :)
მაგრამ რაღაც მარილი მაინც აკლია არ ვიცი სვანური თუ სუფრის ( უკრაინული ), მაგრამ ფაქტია რომ მარილს აკლებს ავტორი :)
არადა ნიჭიერი უნდა იყოს უდავოდ :)
წარმატებები ნეველს სულ მგონია რეალურ ისტორიებს უკეთებს შემდეგ ჰიპერბოლიზაციას და იმას აქვეყნებს სერგეი :)
მაგრამ რაღაც მარილი მაინც აკლია არ ვიცი სვანური თუ სუფრის ( უკრაინული ), მაგრამ ფაქტია რომ მარილს აკლებს ავტორი :)
არადა ნიჭიერი უნდა იყოს უდავოდ :)
წარმატებები ნეველს
4. მე მომწონს "ყვითელი ავტობუსის " თავგადასავლები. არის რაღაც სერგეის ნაწერებში, რომ გაგაცინებს და ამავე დროს რომ აგატირებს, ისეთი. კარგად წერს და ეს მუხტი იგრძნობა
მე მომწონს "ყვითელი ავტობუსის " თავგადასავლები. არის რაღაც სერგეის ნაწერებში, რომ გაგაცინებს და ამავე დროს რომ აგატირებს, ისეთი. კარგად წერს და ეს მუხტი იგრძნობა
3. მე მაქ იდეა,ლიტერატორებო,რჩეულო ავტორებო,ჩვეულებრივო წევრებო,ავაგროვოთ თანხა,ვუყიდოთ სერგეის ოთხთვალა რომ აღარ დაწეროს ამ ყვითელ ავტობუსებზე,აქოთებულ ნაროდსა და ატეხილ ქალებზე, მერე იქნება მანქანიდან დანახული ბუნების ლამაზი პეიზაჟი დაგვიხატოს... მე მაქ იდეა,ლიტერატორებო,რჩეულო ავტორებო,ჩვეულებრივო წევრებო,ავაგროვოთ თანხა,ვუყიდოთ სერგეის ოთხთვალა რომ აღარ დაწეროს ამ ყვითელ ავტობუსებზე,აქოთებულ ნაროდსა და ატეხილ ქალებზე, მერე იქნება მანქანიდან დანახული ბუნების ლამაზი პეიზაჟი დაგვიხატოს...
2. შე მეზღაპრევ :*** შე მეზღაპრევ :***
1. ყოჩაღ, ქალი :) :)
+++++ ყოჩაღ, ქალი :) :)
+++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|