# # #
სხვა რა მოგიყვე? სხვას ვერაფერს ვეღარ მოყვები, იანვრის ამინდს მოუხურავს თოვლის ფარაჯა, გავსცქერით ვარსკვლავს ღამღამობით როგორც მოგვები და რახანია ჩვენს ზეცაზე ქრისტე არა ჩანს და ეს მაფიქრებს, მაგონდება განვლილი წლები, სანამდის ღამე ერთად ყოფნის წუთებს გატიხრავს, მერე კი ლექსი არ მასვენებს როცა შენ წვები, თვალებს ხუჭავ და ოთახიდან ძილში გადიხარ.
# # #
ღამე. ყავა და სამზერო დავიმეგობრე წელს, ისე მსურს შენზე დავწერო, რომ ვეღარაფერს ვწერ. ყელში გამჩრია სიტყვა და ეს უთქმელობაც მძიმს, გადაუღებლად მიყვარხარ. გადაუღებლად წვიმს.
* * *
გიყვარვარ მანამ სანამ მაფასებ, სანამ სიზმრებით სავსეა ბინა და სანამ შენი ფანჯრის რაფაზე სულ პაწაწინა მსოფლიო ბრწყინავს.
ფირი
ჩვენ დიდი სახლი გვაქვს, ასევე ფანჯრები, რომლებშიც დავღამდით და თეთრი ზღაპრები ასობით, საფერფლით, “ჯეკით” და ქაღალდით.
ამჯერად - ვენა თუ რუანდა? ვსაუბრობთ, ვაგროვებთ ნეტავებს... ვნებებიც მოწოლილ ჟრუანტელს, ჩემს ზურგზე შენით თმით ხვეტავენ.
- უჩემოდ სიზმრებშიც ნუ წახვალ!... - ფანჯრები, ზღაპრები, წვეთები. ჩვენ დიდი სახლი გვაქვს თუმცაღა სამ სტროფშიც მშვენივრად ვეტევით.
ბათუმს
წვეთები ტოტებს აესხა მძივად და ქარის ხმაში კრთოდა გიტარა, წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა, ანუ ბათუმში გამოიდარა.
უკანასკნელი ფოთოლი ტოკავს, მოდის ზამთარი ვრცელი და ცივი და როგორც წყაროს შედგმული კოკა, მთელი ქალაქი ივსება წვიმით.
# # #
ერთ დღესაც როცა გადაგიყვარე, შენ შეგიყვარა სულ ყველამ ირგვლივ და კარგად მახსოვს სწორედ იმ ღამეს, როგორ იყოფდნენ ჩემს კუთვნილ გვირგვინს... იყოფდნენ თუმცა მთლად ვერ იყოფდნენ, შენ გიხაროდა და ხარხარებდი, რომ ერთ მზერაში შემომიღობე, წარსული, გრძნობა, მზერა, თვალები და გამომიტყდი თუ როგორ გძულდა რომ მე მიყვარდი მხოლოდ და მხოლოდ და მაშინ როცა გადაგიყვარე, მოეღო ყველა შენს წუხილს ბოლო. საღამო მთვარეს ხრამში რიყავდა, გზა თვლიდა გზიდან გადაყრილ ურმებს და მე დავრწმუნდი როცა მიყვარდი, ყველას მაგივრად მიყვარდი თურმე...
2008-2009-2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ბარაქალა შენს ნიჭიერებას, საოცარი ლექსებია! ბარაქალა შენს ნიჭიერებას, საოცარი ლექსებია!
22. ვამაყობ შენით,გულწრფელად! ვამაყობ შენით,გულწრფელად!
21. უძლიერესი პოეტი ხარ, შენ, როი!!!!!!!!!!!!!! უძლიერესი პოეტი ხარ, შენ, როი!!!!!!!!!!!!!!
20.
პოეტს მოკრძალებული სალამი და მოკითხვა. 5 ქულა და სულიერი სიმშვიდე.
"რახანია ჩვენს ზეცაზე ქრისტე არა ჩანს" - ეს კაცობრიობას უფრო მოუხდებოდა, საქართველოსაც, აქაურობას კი ყველაზე მეტად... ყველაზე ნაკლებად კი იმას უხდება, რაზედაც დაწერე მონსენიორ... :)
პოეტს მოკრძალებული სალამი და მოკითხვა. 5 ქულა და სულიერი სიმშვიდე.
"რახანია ჩვენს ზეცაზე ქრისტე არა ჩანს" - ეს კაცობრიობას უფრო მოუხდებოდა, საქართველოსაც, აქაურობას კი ყველაზე მეტად... ყველაზე ნაკლებად კი იმას უხდება, რაზედაც დაწერე მონსენიორ... :)
19. პოეზია... მადლობა ავტორს! პოეზია... მადლობა ავტორს!
18. ღამე. ყავა და სამზერო დავიმეგობრე წელს, ისე მსურს შენზე დავწერო, რომ ვეღარაფერს ვწერ. ყელში გამჩრია სიტყვა და ეს უთქმელობაც მძიმს, გადაუღებლად მიყვარხარ. გადაუღებლად წვიმს.
5 ღამე. ყავა და სამზერო დავიმეგობრე წელს, ისე მსურს შენზე დავწერო, რომ ვეღარაფერს ვწერ. ყელში გამჩრია სიტყვა და ეს უთქმელობაც მძიმს, გადაუღებლად მიყვარხარ. გადაუღებლად წვიმს.
5
16. ყველა ძალიან კარგია ) ყველა ძალიან კარგია )
14. ნიჭიერების უსაზღვროებაა შენში და უსასრულოა შენი პოეზია... ნიჭიერების უსაზღვროებაა შენში და უსასრულოა შენი პოეზია...
13. რომ იცოდე როგორ მომენატრა შენი მოსმენა ...
მოკითხვა ბათუმს და ბიჭებს :* რომ იცოდე როგორ მომენატრა შენი მოსმენა ...
მოკითხვა ბათუმს და ბიჭებს :*
10. !!! უმაგრეს !!! !!! უმაგრეს !!!
8. ჩვენ დიდი სახლი გვაქვს თუმცაღა სამ სტროფშიც მშვენივრად ვეტევით.
+5
ჩვენ დიდი სახლი გვაქვს თუმცაღა სამ სტროფშიც მშვენივრად ვეტევით.
+5
7. ბრავო, მაესტრო! 5 ბრავო, მაესტრო! 5
6. "წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა, ანუ ბათუმში გამოიდარა."
ბოლო სამი მეტად. 5.
"წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა, ანუ ბათუმში გამოიდარა."
ბოლო სამი მეტად. 5.
5. მადლობ-ები. მადლობ-ები.
4. პატარები ( არც ისე) და სულ კარგები ( ძალიან კარგები) !
"წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა, ანუ ბათუმში გამოიდარა."- რა ზუსტად გითქვამს ეს.
ყველა ლექსშია ასადევნებელი სტრიქონები, რომ წაიკითხავ და თან რომ გაგყვებიან.
პატარები ( არც ისე) და სულ კარგები ( ძალიან კარგები) !
"წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა, ანუ ბათუმში გამოიდარა."- რა ზუსტად გითქვამს ეს.
ყველა ლექსშია ასადევნებელი სტრიქონები, რომ წაიკითხავ და თან რომ გაგყვებიან.
3. "გადაუღებლად მიყვარხარ. გადაუღებლად წვიმს."__
"როცა...ოთახიდან ძილში გადიხარ"...__ როცა ლექსები მხოლოდ წვიმის წვეთებია და სიზმრები. "გადაუღებლად მიყვარხარ. გადაუღებლად წვიმს."__
"როცა...ოთახიდან ძილში გადიხარ"...__ როცა ლექსები მხოლოდ წვიმის წვეთებია და სიზმრები.
2. მთლად ლირიკაა, როი! ეს "ბათუმს" კიდევ ულამაზესი ნახატივითაა....... მთლად ლირიკაა, როი! ეს "ბათუმს" კიდევ ულამაზესი ნახატივითაა.......
1. 5555555555555555555555 5555555555555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|