ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 სექტემბერი, 2015


სულთა გენერატორი და წყალ-თიხის სხეული

... იქ, სადაც ჩვენი სულების გენერაცია (დაბადება, შექმნა) მოხდა, თითოეულ სულს მიენიჭა თავისი დამოუკიდებელი სტანდარტული სივრცითი პორტალი, შესაბამისი სამოქმედო ოპერატიული სისტემითა და მეხსიერებით! ყველა სული მიერთებულია დედა წყაროსთან (სამწყარო) და აქვს ენერგეტიკული, ინფორმაციული და ინტუიციურ-სივრცითი წვდომისა და განვითარების დამოუკიდებელი უფლება. სულთა განვითარებისთვის საჭიროა მუდმივი განახლება-მოდერნიზაციის პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მისივე შინაგან აქტიურობაზე და მოთხოვნილებაზე. განვითარებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია სულების პორტალთა ქსელური კავშირი და საინფორმაციო-ენერგეტიკული მუდმივი გაცვლა ერთმანეთში. სულთა განვითარების დონეები უსასრულოა, ვიდრე მარადისობამდე. მარადისობაში გადასული სულების ერთმანეთთან შერწყმა და გამთლიანება ხდება დედა წყაროში (სამწყაროში).

ჩვენ, როდესაც დედამიწაზე, მზის სისტემის განზომილებაში წამოვედით, წყალ-თიხის სხეული ჩავიცვით და მას ადამიანი ეწოდება. ამ მოცემულობაში ადამიანს აქვს სულთან ერთად განვითარების უფლება, მაგრამ მისი გამოყენება-ექსპლუატაციის რესურსი შეზღუდულია. ყველა სული თავისი განვითარების დონის მიხედვით ირჩევს თუ როდის გაიხდის სხეულს.
ადამიანად დაბადებისთანავე სული იწყებს მის გამოყენება-ექსპლუატაციას და განვითარებასაც.
ჩვენი სულის პორტალების ქსელური კავშირისა და საინფორმაციო-ენერგეტიკული მიღება-გაცვლის პორტის ღიაობა-დაკეტილობა ჩვენზევეა დამოკიდებული. დედამიწაზე ყოფნის პერიოდში ის ხშირად ღია გვრჩება ან ვტოვებთ განსაკუთრებული მდგომარეობების დროს (ძილი, სხეულის დასუსტება, ავადმყოფობა, მაღალი ემოციონალური მგრძნობელობა, ალკოჰოლის და ნარკოტიკების გადაჭარბებული ან სხვა ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებისას..)
ამ დროს თანაბრად ხდება საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაციების და ენერგიების შემოდინება ჩვენი სულის პორტალში. იმ შემთხვევაში, თუ პორტალს არ აქვს განახლებული შესაბამისი საინფორმაციო-ენერგეტიკული ფილტრი, ხდება მისი დაბინძურება და ხშირად, უკვე მიღწეულ, განვითარების დონეთა კარგვა. მაგალითისთვის, ამ პროცესს იწვევს "სხვის სულში ხელის ფათური" (ქართულ ენაში კოდირებული კოსმოფოლოგიური ფორმულა)
როდესაც სული სრულფასოვნად ფლობს სხეულს, ის მთლიანად აკონტროლებს ქსელური კავშირისა და საინფორმაციო-ენერგეტიკული მიღება-გაცვლის პორტის ღიაობა-დაკეტილობას (მაგ. მაღალი სულიერი მდგომარეობის, შემოქმედების, ლოცვის დროს).

სულებო, გაუფრთხილდით სხეულს!
ღირსეულ სულიერ სიცოცხლეს გისურვებთ, ადამიანებო!

"სულთა გენერატორი და წყალ-თიხის სხეული"
მოხუცი ასტრონომი 
Griffith Observatory, 2015წ.
2800 E Observatory Rd,
Los Angeles, CA 90027

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები