მინდა წავშალო წარსული
უიღბლო და დათარსული -
ვითომჩავლილი ტკივილი
აქ მერევა და აქ მრევს.
- გადავივიწყო ყოველი,
კაცი არის თუ ცხოველი,
ყველა სიკეთე ვუსურვო
ყოფილ საქმროს თუ ნაქმრევს,
მაგრამ ერთი რამ მაწვალებს,
ვხედავ ცრემლმძიმე წამწამებს.
სხვა ყველა გადატანილი -
ფერმკრთალია და ბაცი.
ღმერთო, არასდროს მაჩვენო,
აღარასოდეს მაჩვენო
სასოწარკვეთის წუთებში
ატირებული კაცი!
ვისთან რაღა მაქვს საერთო,
რაღას ვჩხრეკ იმერ-ამერთო,
დარდზე რა დარდი დამერთო,
სჯობს, სხვა ფიქრს გადავერთო,
ვინეტარო და გავერთო,
სხვისთვის ვენთო და ვიღვენთო,
თუ ცოცხალია, უშველე,
მკვდარი - შეინდე, ღმერთო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. 5 და მოკითხვა. 5 და მოკითხვა.
1. ღმერთო, არასდროს მაჩვენო,
აღარასოდეს მაჩვენო
სასოწარკვეთის წუთებში
ატირებული კაცი!
+5!!!
მოგიკითხეთ, ქალბატონო ნინო! ღმერთო, არასდროს მაჩვენო,
აღარასოდეს მაჩვენო
სასოწარკვეთის წუთებში
ატირებული კაცი!
+5!!!
მოგიკითხეთ, ქალბატონო ნინო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|