არ გაისვლება კარში, სიცივე ძვალში ატანს. დედა საუზმეს გაშლის, ნუცა ფერიებს ხატავს, სადარბზოდან სახლში შემოპარულა კატა, ნუცას საწოლზე ძინავს, გადუგრიხავს კუდი, აღარ აწუხებს წვიმა, და არც სიზმრები ცუდი: ხედავს,რძის ფიფქი ცვივა, და ხურავს ვეფხვის ქუდი!
უცებ , შეჰკივლა დედამ: „ვაიმე, ამის ამტანს, თავხედი, როგორ ბედავს, ნუცას საწოლზე ტანტალს!“ ბეწვზე გაასწრო ბედად, იმ საცოდავმა კატამ...
ნუცა შეწუხდა, მედგრად რომ ვერ დაუდგა გვერდში, რომ ვერ შეჰბედა დედას: „დეე, სტუმარს რატომ ერჩი?“
სადარბაზოში გადგა, ჩუმად, რძიანი თეფში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. აევიცი ვიზე გაქ დაწერილი მარა ასეთ ვითომ საყვარლობა ლექსებზე და ჩასაყლაბ ლექსებზე ვერ ვკაიფობ რავქნა აევიცი ვიზე გაქ დაწერილი მარა ასეთ ვითომ საყვარლობა ლექსებზე და ჩასაყლაბ ლექსებზე ვერ ვკაიფობ რავქნა
12. კარგი,სახალისო ლექსია,წარმატებები კარგი,სახალისო ლექსია,წარმატებები
10. ბებოს საჩუქარი ნუცას, რა ჰქნას როცა არ აქვს ხურდა?!
5 შესანიშნავია!!! ბებოს საჩუქარი ნუცას, რა ჰქნას როცა არ აქვს ხურდა?!
5 შესანიშნავია!!!
9. ნუცა უკვე მუზაა:)))ქმნიან მოთხრობებს,ლექსებს , მერე პიესებსაც დაუწერენ ალბათ. ნუცა უკვე მუზაა:)))ქმნიან მოთხრობებს,ლექსებს , მერე პიესებსაც დაუწერენ ალბათ.
8. ზეპირად იცის ქალბატონმა ტაპწია გოგომ ეს ლექსი :))) ზეპირად იცის ქალბატონმა ტაპწია გოგომ ეს ლექსი :)))
7. :) ვიხალისე :) ვიხალისე
6. :)) ჩუმად რომ გადგა, წარმოვიდგინე. ძალიან საყვარელი. :)) ჩუმად რომ გადგა, წარმოვიდგინე. ძალიან საყვარელი.
5. უკანგადახვევით თუ ნახვთ, თორემ...ნუცა სადრძე. უკანგადახვევით თუ ნახვთ, თორემ...ნუცა სადრძე.
4. ვახ, მაგარია
მითხარით ერთი რომელ გადაცემაში იყო კონკრეტულად რომ ვნახო და როგორ მივხვდე? იმედია სხვა ნუცა არ იქნება ვახ, მაგარია
მითხარით ერთი რომელ გადაცემაში იყო კონკრეტულად რომ ვნახო და როგორ მივხვდე? იმედია სხვა ნუცა არ იქნება
3. დიახ, დიახ, ის ნუცაა:))) ტაპწის ნუცაა:))) "ეკი-ვოკის"ერთერთი სახე:))) დიახ, დიახ, ის ნუცაა:))) ტაპწის ნუცაა:))) "ეკი-ვოკის"ერთერთი სახე:)))
2. ძალიან მაგარი ლექსია
და ნუცა ხომ მაგარია და მაგარი იმედია ეს ის ნუცაა "ტაპწი"
მაგრად ვხალისობ ამ ბავშვზე :)
ლექსი ნუცას გარეშეც კარგია, მაგრამ ნუცასთან ერთად ორმაგად კარგია
5 ქულა ცხადია ძალიან მაგარი ლექსია
და ნუცა ხომ მაგარია და მაგარი იმედია ეს ის ნუცაა "ტაპწი"
მაგრად ვხალისობ ამ ბავშვზე :)
ლექსი ნუცას გარეშეც კარგია, მაგრამ ნუცასთან ერთად ორმაგად კარგია
5 ქულა ცხადია
1. მაგარი გოგოა ნუცა!
5 მაგარი გოგოა ნუცა!
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|