არ იწერება ეს ლექსები,არ იწერება, როცა არ მტკივა,როცა არ გგრძნობ,როცა არ ხარ შენ, ეს უიღბლობა დამებედა და მაქვს ეჭვები რომ ამ ცხოვრებას გავეჩხირე თითქოს ხახაში. მე უშენობა მომისაჯეს და განაჩენი საბოლოოა,უიმედოს ვგავარ პატიმარს, წესის თანახმად ახლა უნდა გადამარჩინო, მაგრამ არ ხარ და დაკეტილი მხოლოდ კარი ჩანს. აქ ახლა ცივა,მეყინება თითქოს ხელები, ვგრძნობ მომაკითხეს უშენობის შავმა ჭინკებმა, ვეღარ ვარსებობ,აღარ ვსუნთქავ,მხოლოდ ვახველებ და შენი ვარდიც უწყლოობით ხელში მიჭკნება. არ დაიჯერო,რომ სიტყვები ვერ მოგაგნებენ, ჩემი ლექსები არასოდეს შეგეშვებიან, მე დამღუპავენ ფიქრები და მოგონებები, მაგრამ მანამდე იცოდე,რომ ყველა შენია, რაც კი რამ ვწერე,ჩემი სისხლით,ჩემი ცრემლებით, მე ახლა ვდუმვარ,არაფერი არ მიხარია, ეს ალბათ ჩემი საბოლოო ფოთოლცვენაა და შენგან დამრჩა ტკივილი და ტაქიკარდია. ჩვენს ერთად ყოფნას დაივიწყებ და შენს ოთახში ბინას დაიდებს ალკოჰოლი,წიგნი,ნარგილე, თუ შეგიძლია ამ ერთხელაც მოდი ჩემთან და გადამარჩინე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. როგორი მძაფრი ქალური გრძნობა დევს ლექსში, მოდი და ნუ მიხვალ... როგორი მძაფრი ქალური გრძნობა დევს ლექსში, მოდი და ნუ მიხვალ...
2. ემოციურია ძალიან, მარიამ.
ემოციურია ძალიან, მარიამ.
1. გულიანი ლექსია. გულიანი ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|