ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე.
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2015


მე გაგიხსენეთ

მე გაგიხსენეთ, გაგიხსენეთ, ხო, სწორედ მაშინ,
მე გაგიხსენეთ მდუმარებით, თვალებზე ცრემლით,
მე გაგიხსენეთ მშვენიერო, თავნება ქარში
რომ გატარებდით ჩახუტებულს, ორივე ხელით.

მე გაგიხსენეთ, გაგიხსენეთ, ხო, სწორედ ახლა,
როცა გაყვითლდნენ შემოდგომით ჭრელი ვერხვები,
მე გაგიხსენეთ– ფეხშიშველი ნაპირზე ვდგავართ
და გვეხვევიან მთელს სხეულზე წვიმის წვეთები.

მე გაგიხსენეთ, გაგიხსენეთ ძვირფასო რადგან,
გადაუქროლეს ლურჯ გოლიათს ჩიტების გუნდმა,
მე გაგიხსენეთ გაგიხსენეთ და ახლაც მახსოვს,
რომ გადაფრენა ჩიტებივით ორივეს გვსურდა.

მე გაგიხსენეთ, გაგიხსენეთ ღიმილით დღესაც,
ვზივარ ნაპირზე კონიაკით სველი ტუჩებით,
და დაგინახეთ ჩემს წინაშე თქვენ როგორ ცეკვავთ,
როგორ მოდიხართ გადაღლილი, ვიწრო ქუჩებით.

მე გაგიხსენეთ, გაგიხსენეთ, ხო, სწორედ მაშინ,
როცა ითვლიდა გათენება დარჩენილ წამებს,
მე გაგიხსენეთ მშვენიერო თავნება ქარში
რომ გიკოცნიდით უძილობით გადაღლილ თვალებს.

მე გაგიხსენთ და გიხსენებთ ძალიან ხშირად,
როცა დადიან სიყვარულით უცხო წყვილები,
ჰო გაგიხსენეთ, გაგიხსენეთ ამაღამ თუმცა,
სახლში ორივეს გვეზრდებიან სხვისი შვილები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები