| ავტორი: ელფი ჟანრი: პროზა 31 დეკემბერი, 2008 |
დღეს ისეთივე საღამოა, როგორიც რამდენიმე წლის წინ. ისეთივე მშვიდი და განწყობაც საახალწლოა, თუმცა ბევრი რამაა შეცვლილი, ადამიანები თითქმის ისევ ისეთები არიან. მეც ერთი სიზმარი ისევ მესიზმრა. სიზმარი რომელიც ადრინდელიდან რეალობაში გადავიდა, მერე კი ისევ სიზმრად დაბრუნდა , მხოლოდ ფერი იცვალა, ეხლა უკვე გაფერადდა. ამბობენ, ვინც ფერად სიზმრებს ნახულობს ფისიქიკური დადრღვევა აქვსო, ამის მეც მჯეროდა სანამ ასეთი სიზმრები ჩემთანაც არ გამოჩნდა. არ ვიცი ეს რამდენად კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი იმ აღსარებას გავს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვაბარებ და მაინც ვერ ჩავაბარე. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს პირველი იყოს მრცხვენია, მეშინია. ძალიან მეშინია! უფრო იმის თუ ,როგორ გაიგბს ამას ღმერთი (თითქოს უკვე არ იცოდეს ), ან უბრალოდ ჩემი თავის მეშინია, იმ ყველაფრის აღიარების რაც ასე მტანჯავს, მაგრამ ამავდროულად ჩემს ცხოვრებას აზრს აძლევს. სიზმარი უკვე რამდენჯერმე განმეორდა. ერთი და იგივე დასაწყისით. სიბნელე, მხოლოდ ნაცნობი სახლი ჩანს, თითქოს ჩემი სოფლისას გავს რომელიც ბავშობაში ძალიან მიყვარდა, ეხლაც მიყვარს, მაგრამ იქ აღარავინაა, სახლი უკაცრიელია არანაირი ხმა არ ისმის. ჩვიდმეტ კიბეს ავდივარ ინსტიქტურად, თან ვხვდები რომ ეს სიზმარია, სიზმარშივე ვხვდები ამას. მეჩვიდმეტე კიბის ბოლოს დიდი კარი მხვდება, რომელიც რამდენიმე საკეტითაა ჩაკეტილი. რაღაც ძალა სახლში შესვლისკენ მიბიძგებს, მაგრამ კარია ჩარაზული, თავს ისე ვგრძნობ თითქოს ვიღაცას გული ვატკინე. ამ დროს მე თითონ ვარ გულნატკენი. ძალიან ცუდად ვარ, მინდა აღმოვჩნდე ძველ ოთახში, ნაცნობ საწოლთან. ამას ვერ ვახერხებ, რა არ ვცადე ბოლოს ვხვდები რომ ეს ყველაფერი სიზმარია და მე სულ ადვილად აღმოვჩნდი ძალიან ნაცნობ ოთახში, თუმცა ამისათვის გონების დაძაბვა მომიხდა, რადგან უსხეულო არსება ვარ. ოთახი ბნელია, ცარიელ კედელზე ჩემთვის ნაცნობი ნახატი კიდია, რომლისთვისაც ერთი წლის წინ სიცოცხლეს დავთმობდი, ახლა კი გულგრილად ჩავუარე ყურადგებაც არ მივაქციე. ჩრდილო- დასავლეთ კუთხეში ნაძვის ხე დგას, სათამაშოები მაგიდაზეა, ეტყობა მე მელოდა, რომ მომერთო, ან თვითონ აპირებდა და ვეღარ მოასწრო, ჩემს დასახვედრად წამოვიდა გზა რომ არ ამრეოდა, მე ხომ სულ ასე მემართებოდა. ნაძვისხეს შევხედე და ყველაფერი გამახსენდა, საშინელი გრძნობა დამეუფლა, გული ჩამეწია, თითქოს ხორციელი ვყოფილიყავი და რაღაც დიდი ცოდვა მქონოდა ჩადენილი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ძველი შეგრძნება დაბრუნდა, ის რომელსაც ამდენხანს ვებრძოდი. ფეხის ხმა მომესმა უკან გავყევი, შევედი მეორე ოთახში, საძინებელში ისევე შემცივდა, როგორც ერთი წლის წინ, როცა დროის გაჩერებას ვნატრობდი, ვგრძნობდი როგორ ვიყინებოდი მინდოდა ისევ გავეთბე ვინმეს. საწოლი აწეწილი იყო და ზედ ორი უცნობი სხეული იწვა, ჩემს შესვლაზე ბორიალი დაიწყეს, ერთი ფანჯრიდან გადახტა უბრალოდ გაუჩინარდა, აი მეორემ დამინახა თითქოს შეეშინდა და გაიქცა. გავიდა კარებიდან რმელიც ჩემი მოტრიალებისთანავე სიზმრისეულად გაქრა, ერთადერთი გზა აივნისკენ მიდიოდა, ვერ ვიცანი ვინ იყო, მაგრამ ვიგრძენი რომ ამ სხეულმა ჩემში ყველა გრძნობა გააღვიძა რომელსაც ასე ვებრძოდი რეალურ ცხოვრებაში, იმ წუთას ისეთივე მძაფრი გძნობა დამეუფლა, როგორც მისი პირველი დანახვისას, ჯერ სიზმარში შემდეკ კი რეალურად, მინდოდა მეყვირა, მეტირა, ყველაფერი გამეკეთებინა იმ ერთი საათის ან ერთი ღამის დასაბრუნებლად, რომელმაც გადამატრიალა, გამაუცხოვა და სიყვარული მასწავლა. არარეალური სიზმრისეული სიყვარული, რასაც ორი წლის წინ ბანალურს ვეძახდი, ერთი წლის შემდეგ უახლოესი გახდა ჩემთვის. გავედი აივანზე, რომ იქიდან გადამეხედა და დამეძახა, რომ არ წავიდეს, რომ მიყვარს, რომ მააპატიოს! დავინახე ის დაბლა იდგა, ოთახიდან დედიშობილა გასულს არ ციოდა და მეტიც ვიღაცას ელოდა, ელოდა ისე როგორც მე პირველად. დავუძახე პირს ვაღებდი მინდოდა მეყვირა, მაგრამ ვერ ვყვიროდი, ხმა არ ამომდიოდა, ეს ხომ სიზმარი იყო. ბოლოს გადახტომა გადავწყვიტე, რომ დავენახე და ცოდნოდა იმას ვისაც ელოდა ზემოთ მის ოთახში იყო. გადავხტი კიდეც, მაგრამ დაცემა ვერ ვიგრძენი, უსასრულობის და უწონობის შეგრძნებამ დამაბრმავა. თვალი რომ გავახილე სააღმსარებლოში ვიყავი, ყველაფერი მოვყევი და თითქოს ვიღაცისგან რჩევას ველოდი მოძღვრისგან თუ უფლისგან, ალბათ უფრო იმ სიყვარულისგან რომელიც დავკარგე, ჩემი უყურადღებობის გამო და არ დავაფასე. გამეღვიძა, უკვე გათენებულიყო და წლის ბოლო დღეს ნაძვისხეც მორთული იდგა ოთახის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ვერ გავერკვიე რეალობაში და წამოვდექი, ფანჯარაში რომ გავიხედე თოვდა როგორც მას უყვარდა, მერე მივხვდი რომ ეს ჩემი რეალობა და ყოველწლიური სიზმარი იყო, სიზმარი სიყვარულზე, რომელიც მომავალ წელსაც დამესიზმრება მიუხედავად იმისა, აღსარებას ჩავაბარებ თუ არა. სიზმარი რომელშიც ნება რომ მოეცათ ყველაფერს ჩემს გემოზე მოვაწყობდი და გავთბებოდი. ფერადი სიზმარი, რომელიც უფრო ხშირად შეშლილებს ესიზმრებათ, მეც შეშლილი ვიყავი ამ ყველაზე ფერადი გრძნობით შეშლილი და წლიდან წლამდე ველოდი პასუხს, ვისგან არ ვიცი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ესეიგი ფერი უკვე იცვალა, ანუ კიდევაც გაფერადდა... ესეიგი ფერი უკვე იცვალა, ანუ კიდევაც გაფერადდა...
11. კარგია და ლამაზი :) კარგია და ლამაზი :)
10. ლამაზი ნაწერია... წარმატებები... ლამაზი ნაწერია... წარმატებები...
9. გილოც გილოც გილოც... გაიხარე გენაცვალე ! 8->:D გილოც გილოც გილოც... გაიხარე გენაცვალე ! 8->:D
8. მრავალ ახალ წელს.. სულ სიკეთით.. მრავალ ახალ წელს.. სულ სიკეთით..
6. 5 :) ;) მრავალს დაესწარი!!! 5 :) ;) მრავალს დაესწარი!!!
5. 5 :) ;) მრავალს დაესწარი!!! 5 :) ;) მრავალს დაესწარი!!!
4. გილოცავ ახალ წელს! გილოცავ ახალ წელს!
3. დასტური თეას :) დასტური თეას :)
2. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
1. ემოცია მოიტანა, მოიტანა... 5
მრავალ ახალ წელს, ელფო!:) ემოცია მოიტანა, მოიტანა... 5
მრავალ ახალ წელს, ელფო!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|