 | ავტორი: მატა ჟანრი: პოეზია 26 ოქტომბერი, 2015 |
საქორწილო თითის ფალანგზე ერთი ძველისძველი იარა მაქვს, რომელიც ხშირად უფერულია, მაგრამ ყოველთვის, როცა ბრუნდები წითლდება და ტკივილს იწყებს, ყრუდ, შეუმჩნევლად, შიგნიდან მჩხვლეტავს, ისე როგორც ეს დიდი ხნის წინ გამოგლოვებულ სიყვარულებს სჩვევიათ ხოლმე. იმ სიყვარულებს, რომ აღარ გვახსოვს, მაგრამ როგორც კი ხელის გულების ფათურს ვიწყებთ სევდის მიზეზში, ხიჭვებივით თავს გვახსენებენ, იმ ხიჭვებივით, წლების წინ რომ ძლიერ დაჩირქდნენ, მოძებნა ვცადეთ, ვერ მოვიგლიჯეთ, იმის მერე კი ჩვენში სახლობენ, და ყოველ ავდარს თავს გვახსენებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნუთუ შენ ის ქურუმი ხარ ვისაც მე ამდენი საუკუნეა ვეძებ? გამეხარდა კომენტარი :) ნუთუ შენ ის ქურუმი ხარ ვისაც მე ამდენი საუკუნეა ვეძებ? გამეხარდა კომენტარი :)
5. ,,სათქმელს თუ მიმიხვდი ესეც კარგია'' :) არის ამ ბავშვის კომენტარში რაღაც ისეთი ჩემებური...საერთოდ გენიოსებს გვეშინია არა იმის რომ ვინმე ვერ გაგვიგებს არამედ პირიქით... ვცდილობთ მკითხველმა ბოლომდე ვერასოდეს გაგვშიფროს... ,,სათქმელს თუ მიმიხვდი ესეც კარგია`` :) არის ამ ბავშვის კომენტარში რაღაც ისეთი ჩემებური...საერთოდ გენიოსებს გვეშინია არა იმის რომ ვინმე ვერ გაგვიგებს არამედ პირიქით... ვცდილობთ მკითხველმა ბოლომდე ვერასოდეს გაგვშიფროს...
4. გმადლობ ანანე, სათქმელს თუ მიმიხვდი ესეც კარგია :)
გმადლობ ანანე, სათქმელს თუ მიმიხვდი ესეც კარგია :)
3. მჩხვლეტს...
ჩირქი იმდენად არაესთეტიურია და ცუდ ასოციაციებს იწვევს, საერთოდ ლექსიკონიდანაც კი გავაქრობდი, პოეზიაში მითუმეტეს...
წარმატებები. ნაწერის მიზანი და ჩანაფიქრო უფრო მომეწონა, ვიდრე შესრულება. მჩხვლეტს...
ჩირქი იმდენად არაესთეტიურია და ცუდ ასოციაციებს იწვევს, საერთოდ ლექსიკონიდანაც კი გავაქრობდი, პოეზიაში მითუმეტეს...
წარმატებები. ნაწერის მიზანი და ჩანაფიქრო უფრო მომეწონა, ვიდრე შესრულება.
2. გმადლობ ოთარ. მოხარული ვარ :)
გმადლობ ოთარ. მოხარული ვარ :)
1. კეთილი იყოს მარიტა შენი გამოჩენა... ;)
5 კეთილი იყოს მარიტა შენი გამოჩენა... ;)
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|