ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2015


ხ ე მარტოსული

ხე  ამოსულიყო,
ერთგან,  მარტო  იდგა,
მიწად,  ცრემლად  იყო  დაცლილი.
თითქოს  ქანაობდა,
ისე  მომეჩვენა,
ღამის  თევით  იყო  დაღლილი.
ფოთლებს  უმშვენებდა
მწვანე  სამოსელში,
თეთრად,  მშვენიერი  ყვავილი.
ნაყოფს  გამოიღებს,
მერე  დასრულდება,
ფიქრმა  გაიტაცა  ყმაწვილი.
ქარმა  დაუბერა,
ამ  დროს  ახირებით,
მიწას  დააფინა,  დავსილი.
ბიჭი  უყურებდა,
გული  აეწვა  და
თვალიც  კურცხლით  ჰქონდა  ავსილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები