ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2015


ბედნიერების დროს წასაკითხი

ერთი პოეტი ბიჭი და
ერთი პოეტი გოგო ვართ,
ხანდახან კიდეც გვიჭირს და
ცხოვრებას კბილით ვიჭერთ,
ჩვენი საერთო ფიქრით და
ოცნების მთელი გოდორით,
ვიძინებთ ყოველ ღამე და
ვიღვიძებთ ყოველ დილით.
ამაზე დიდი განძი და
ამაზე დიდი სიკეთე,
მითხარი როგორ ვთხოვო და
როგორ შევკადრო გამჩენს,
ზღაპრებსაც ერთი ბოლო აქვს
და მეც მეზღაპრის იმედზე,
მკერდზე დაგადე თავი და
დილამდე წამებს ვითვლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები