 | ავტორი: სელინი ჟანრი: პროზა 5 დეკემბერი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ქუჩაში მივბარბაცებ. გადახსნილი ვენებიდან გაშავებული სისხლი ასხავს. ორი პოლიციელი მომვარდა, გაუგებარ ენაზე რაღაცას ღრიალებენ. მათი პირები ციხის სინესტით ყარს. ვენებს შნურებით მიხვევენ და სადღაც მიმათრევენ. გონს ვკარგავ. ქირურგიულ მაგიდაზე ვიღვიძებ. ოთახს ჭერი არა აქვს, კედლები პირდაპირ ცას ებჯინება. მათზე ამძვრალი ჟურნალისტები ფოტოაპარატებს აწკაპუნებენ. ირგვლივ ნათესავებმა მოიყარეს თავი. გვერდზე მამაჩემი არაყს სვამს, მაგრამ სითხე ბოთლში არ კლებულობს. ბებო ძვირფას როიალზე ზის და შოპენის დამკრძალავ მარშს უკრავს. დედაჩემი თმებს იგლიჯავს და მომტირალი პირში ჯვარს მჩრის. ბიძა ექიმს ელაპარაკება და ფოკუსნიკივით ჯიბიდან ფულის შეკვრებს იღებს. - რაც გჭირდება ესაა სადმე გამგზავრება, - მომიტრიალდა. - აი ფული რომელსაც ასე ითხოვდი. გარემო სასწრაფოდ უნდა გამოიცვალო. იქნებ გამორთოთ კონდინციონერი? - თხოვს ექიმებს. - ჩემი ნათესავი შეიძლება გაცივდეს. ბებო უეცრად წამოხტა და აღშფოთებული ხელებს იქნევს. ბრილიანტის ბეჭდების ბრჭყვიალი ოქროს კბილების ელვარებას ეასპარეზება. საოპერაციო მაგიდას დაიკო უახლოვდება და ჩუმად პირში ლირიკას აბებს მიყრის. - აჰა, ეს დაგეხმარება, - ჩურჩულებს და ლოყაზე მკოცნის. - მოდი, ბოლო სურათი გადავიღოთ. აიფონს მაგიდაზე დებს და კისერზე ხელს მხვევს. - ჰო მართლა, ნახე ჩემი ახალი ფოტოები? ცოტა ხნის წინ დავდე ფეისბუკზე და ოდნოებში, - პლანშეტში მაჩვენებს. - აბა, როგორ მოგწონს? უკვე რამდენიმე ათასი ლაიქი აქვთ. წარმოგიდგენია, სოციალური ქსელების დედოფალი ვარ, - სიხარულის ცრემლებს ცხვირსახოცით იწმინდავს. ის მუდამ მიმოწერაშია. აიფონის კნოპკებს სტენოგრაფისტივით უკაკუნებს და ყოველ სიტყვას ღიმილის, კოცნის, გულების და ყვავილების სმაილიკებს აყოლებს, რომლებითაც თავის ეგრეთ წოდებულ ფრენდებს უხვად აჯილდოვებს. ხელში დისკების ტრიალით პალატაში ჩემი ძველი ნაცნობი შემოდის. - ნახე რა კოლექცია გავჩითე, - მუცელზე ლეპტოპს მადებს. - უყურე რეებს ჩალიჩობენ. ბავშვებიც არიან, ორსულებიც და მოხუცებიც. შეხედე ტო, რამხელა დიშლაა! როგორც მორი. მალე ეგეთივეს დავიმონტაჟებ, - სიხარულისგან ხელებს ისრესს. - ნახევარი წლის ხელფასით მიქსტურა შევუკვეთე. წერენ, ყოველ კვირა სანტიმეტრით ზრდისო. - მორჩა, დროა! - დაიძახა ექიმმა და ჩემსკენ ლანცეტით ხელში წამოვიდა. ცოტახანში გაჭრილი მკერდიდან გულს იღებს და ყურთან მიაქ, როგორც საათი შემოწმებისთვის. - არ ფეთქავს, - გულს გამადიდებლით ათვალიერებს. პინცეტით ლენტასავით ჭია ამოგლიჯა. მიკროსკოპში უყურებს და არხევს. აქეთ-იქით იფანტება გაყინული ტანჯვის ნამსხვრევები, გაქვავებული ღვარძლის ნაწილები და დიდი ხნის წინ დასამარებული სიყვარულის ფერფლი. - ნაგავი, ნაგავი! - ყვირის ექიმი ზიზღით. - რამდენი ნაგავია. სადაა მენაგვე? - და გულს კედელს ანარცხებს. საიდანღაც ვირთხა გამორბის, სადილს პირს სტაცებს და სოროში ძვრება. - ვიღაცას მაინც გამოადგა, - იძახის მამაჩემი და ყლუპს მოსვამს. - ხალხის გათბობა მისით არ შეგეძლო, ასე რო ამ მშვენიერი ცხოველის მუცელს მაინც გაათბობ. - ო, ქრისტე, გვიშველე! რაებს როშავს! - წამოიყვირა დედაჩემმა და ხელები შემოკრა. - არააააა! - დასჭექა ბიძამ. - არ გაბედოთ ჩემი თანდასწრებით ამ საზიზღარი სახელის წარმოთქმა! მან უკვე გიშველათ, ამ ნაბიჭვარმა სულისა წმინდისა! ქვეწარმავლებით მოფუთფუთე დედამიწა მხრებზე შემოიგდო და მათრახის რტყმით, ცეკვა-ცეკვით დაღმართზე ჩაქანდა სამოთხის მოლოდინში. მამიკოსთან აფრენილს არ დაავიწყდა პლანეტა თავის მრავალტანჯულ ყლეზე ჩამოეცვა, და ისე რო გლანდებში გათხარა. ეკლესიები დღემდე მისი ხორცით ყარს, როგორც მუტელი რომელიც ჩამპალი ჩვილის სუნს უშვებს. წარმომიდგენია მამამისთან ერთად როგორ მხიარულობდნენ, როდესაც რელიგია მიწაზე წისქვილის ქვასავით გაგორდა და რწმენის ხორცსაკეპში ძვლების მტვრევა მოაწყო. ღვთისმგმობელთან მედდა მიდის და ჩეკს აწვდის. - თქვენ ყურადღებას ვითხოვ, - ბიძა ოჯახის წევრებს მიმართავს. - გასვენების დეტალები უნდა განვიხილოთ. ყველაზე ძვირიან კუბოს შევუკვეთავთ. ხალხმა არ უნდა იფიქროს, რო ფული გვენანება. ამისთვის იძულებული ვიქნებით მთელი ქონება ჩავდოთ. - არა! - დაიკივლა ბებომ. - ეს ოქრო სისხლით და ოფლით ვიშოვე. მას მხოლოდ ჩემ გვამთან ერთად ჩადებთ! - დაე იყოს ასე! - მტკიცედ წარმოთქვა ბიძამ და ჩაქუჩით და სატეხით შეიარაღებული მსხვერპლისკენ მრისხანე ნაბიჯებით გაემართა. იატაკზე დააგდო და თითების მოკვეთას შეუდგა. ბეჭდების მოხსნის შემდეგ კბილებზე გადაერთო. ჭრილობებიდან ჩირქიანმა გამონაყოფმა გამოასხა, რომელმაც დაიკო ეაკულირებული სპერმასავით გაწუწა. მან მაშინვე დაბერება დაიწყო. სახე დაუნაოჭდა, თმები გაუჭაღარავდა და ყოველი შიშის კივილი დაკარგული კბილის ფასად უჯდებოდა. ისტერიკაში ჩანთიდან სარკე ამოიღო, მაგრამ როგორც კი თავისი ანარეკლი დაინახა, ეგრევე გაუვარდა. სარკის ნატეხებმა დედაჩემს მუცელი გაუხვრიტეს და სარკომა წარმოშვეს, რომლის მეტასტაზებმაც მისი სხეულიდან რვაფეხას საცეცებივით დაიწყეს გამოძრომა. ერთი მათგანი მამაჩემს ყელზე შემოეხვია. ეგრევე არყით ფსმა და სილიოდკებით ჯმა დაიწყო, ბოლოს კი უფორმო გუბეთი მიმოიღვარა იატაკზე. იქიდან ამოვარდნილი სქელი ღერო ჭერამდე გაიზარდა. ჩემი ნაცნობი მას გრძელი ფრჩხილებით ჩაეჭიდა, იმის იმედათ რო ზევით აცოცდებოდა, მაგრამ ჩამოსრიალდა და გველის ტანივით გაფატრა. ღეროს შიგნით, ძღნერის ხვავში, დედამისი და უდღეური გონჯი იჯდნენ, რომელიც მის დამპალ ორგანოებს თქვლეფდა. ნაცნობმა დედამისს ბაყვები გადაუშალა და ჭიებით სავსე ხვრელში თავით შეძვრა. მუცელში მოხვედრისთანავე, მის ცნობიერებაში უაზროდ გატარებულმა წლებმა გაიელვა, რის გამოც თვალებზე ცრემლი მოადგა. ძალით განვლილი ცხოვრება და დედის საშოს სევდა ერთმანეთს შეერიენ, ყელში გუნდასავით გაეჭედნენ, რომელიც ღამის პოლუციებისა და სპერმისგან შედედებული პორნო-ჟურნალებისგან შედგებოდა, და გულისრევის სპაზმები გამოიწვიეს. რაც მეტს აღებინებდა ზომაში მით უფრო პატარავდებოდა, სანამ უსულადო ჩვილად არ ჩაიხრჩო თავისივე ნარწყევში. ბიძას ხელის გულებზე სტიგმატები ჩნდება. ის შიშინებს და ვამპირივით ალდება, რომელმაც მზისგან გადამალვა ვერ მოასწრო. ბებოს მუცლიდან მოცურავენ კოლოფები ძვირფასეულობებით. მათ მშიერი მგლებივით ექიმები დაესიენ. იატაკზე მორევი წარმოიშვება და როგორც პისუარი ექსკრემენტებს ყველას შთანთქავს. თხრილიდან ქუჩაში გამოვედინები. გზა გველივით იკლაკნება. მოსაზღვრე სახლები ერთი მეორის მიყოლებით ინგრევა. ცა აკვარელის საღებავივით ჩამოედინება და მის უკან დამალულ სიცარიელეს აშიშვლებს, რომლიდანაც როგორც ქვები გაწყვეტილი მძივიდან ვარსკვლავები ცვივა. ასფალტი, რომელიც ქერცლი აღმოჩნდა, უცნობი ნიშნებითა და იეროგლიფებით ჭრელდება. წინ ხეა. მისკენ გავრბივარ. ტოტს ვეკიდები და ვხედავ, ვაშლებიდან მსუქანი ჭიები ძვრებიან. მიწაზე ვენარცხები. ფეხზე რაღაც მეხახუნება. კნუტია. ხელში ვიყვან, მაგრამ მოგლეჯილი მკლავი მიკავია. სირბილს ვაგრძელებ. ფეხებქვეშ ტკაცუნია. გზა ძვლებითა და ხრწნადი გვამებითაა მიმოფენილი, რომლებსაც გრიფები ჯიჯგნიან. წყვდიადი მოციმციმე ვარსკვლავების ჩანჩქერით ილუმინირებს, რომლებიც ნეონის ასოებს გვანან სარეკლამო დაფაზე. გარშემო ყველაფერი იშლება, როგორც ნახატი საშლელით. მხარზე ვიღაც მეჯაჯგურება. ავტობუსის გაჩერებაზე მეღვიძება. პირველი რაც თვალში მხვდება სიზმარში ნანახი სიტყვაა. იგი შუშის ნაგებობას აგვირგვინებს, რომელიც პოლიციის შენობა აღმოჩნდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ვა, ვის სტილს გავს, დავინტრიგდი. ნიკი დაიდოს. ვა, ვის სტილს გავს, დავინტრიგდი. ნიკი დაიდოს.
5. პირველ კომენტარს დავესესხები.
ავტორის ხელწერა, სტილი მეცნო, ახლაი წევრი არ უნდა იყოს, ასე მგონია, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა. პირველ კომენტარს დავესესხები.
ავტორის ხელწერა, სტილი მეცნო, ახლაი წევრი არ უნდა იყოს, ასე მგონია, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა.
4. ამისთვისაც მოგვხდება, თუ რა თქმა უნდა ამ საიტის ”წმინდა სამებამ” აქ შემოხედვის ღირსად ჩაგთვალა.
თუმცა ჩემს კომენტარს რომ დაინახავენ აუცილებლად შემოვლენ და აუცილებლად საპირისპიროს დაწერენ.
ამისთვისაც მოგვხდება, თუ რა თქმა უნდა ამ საიტის ”წმინდა სამებამ” აქ შემოხედვის ღირსად ჩაგთვალა.
თუმცა ჩემს კომენტარს რომ დაინახავენ აუცილებლად შემოვლენ და აუცილებლად საპირისპიროს დაწერენ.
3. ისევ სიზმრები :)) ისევ სიზმრები :))
2. თმები დამადგა ყალყზე.( თმები დამადგა ყალყზე.(
1. დასაწყისი კარგი იყო, მერე აყროლდა, რაღაც არაბუნებრივად გადმოცემულ პოპულარობას გავდა... თან თავიდან დალის ნახატს გავდა, იმედია უკეთესებს დაწერ... :)) დასაწყისი კარგი იყო, მერე აყროლდა, რაღაც არაბუნებრივად გადმოცემულ პოპულარობას გავდა... თან თავიდან დალის ნახატს გავდა, იმედია უკეთესებს დაწერ... :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|