ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალოჰა
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2015


ანამნეზი ანუ ამებას ამბავი

დილის ექვს საათზე ღმერთის საძებნად წავედი....

დღეს კიდევ ერთხელ დავიბადე, ზრდასრული, დიდი.
გვიანი შემოდგომის სუსხიანი ნიავი მოვიცვი, ვისაუზმე ნარჩენი ნისლით.
ყოველდღიურობაში მაგვიანდებოდა და ჩქარი ნაბიჯით გავიხურე სახლის კარი, ვაჩერებ სამარშუტო ტაქს, ყველგან დაუმუშავებელი ცვილის თოჯინები  სხედან,მე ფეხზე დავრჩი.... გზის შეერთება, სამგორის მეტრო სადგურის ჭუჭყით მოლიპული საფეხურები, ზედ მიწოწილი ცოცხალი გვამები, მიწისქვეშეთეთიდან კრემაციის  სუნი მცემს,თვალებში მეყრება ნარჩენი ფერფლი, ვეღარაფერს ვხედავ.....

... ქოშინით აირბინა ამებამ აღმართი,აი უახლოვდება კიდეც ტაძარს,უშინაარსო სალამს აძლევს ღამის დარაჯს და ტუჩებით სანახევროდ ეამბორება ქრისტეს  კვართს....დააგვიანდა, ისევ დააგვიანდა....  ბნელი საკურთხევლიდან ყრუდ მოესმა ბოხი ხმა მღვდლის,უკვე დაწყებულა ალიონის წარმოდგენა.....სიჩქარეში სიტყვები ერეოდათ წრეზე მოთამაშე "ანგელოზებს"...ლოცულობს ამება,გულმხურვალედ ლოცულობს,მისგან ფარულად სრულდება მსხვერპლთა წირვა , ამება ტირის, ამება იცინის, ამება ფიქრობს, ამებას შია, ამება იცდის , ამება ჩქარობს.... დამთავრდა წარმოდგენა, ამებაც მიდის, თანაც კმაყოფილი!( ”ვირჩიე მე მივრდომა,  სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა” )

....და როდესაც მზის სხივებით მოირწყა მიწა, გამომეღვიძა და მივხვდი ეს მე ვარ ამება, ღმერთი ამჯერადაც არ დამხვდა სახლში.....

დილის ექვს საათზე ღმერთის საძებნად წავედი....

მე ისევ წავალ ხვალ,ზეგ და ყოველ დილით,ისევ ექვს საათზე,ისევ ღმერთის საძებნად......



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები