ღამე შენი დაკარგვის შიშმა გამაღვიძა. დეკემბერია,წინა წლებთან შედარებით უჩვეულოდ ცივა. "ადიელს" იატაკიდან ვიღებ და ისევ გაფარებ,უჩვეულოდ შეიშმუშნე,თითქოს მიხვდი და გადასაძრობად მოემზადე. გამიღიმე აქაც და სიზმარშიც,ავდექი ბუხარში ჯირკი შევაგდე და მოსმენა დავიწყე. ხედავ ? მკითხე ცეცხლმა და შენს სახეს სითბოდ მოედო, ვხედავ ვუპასუხე მე. გიყვარს ? არ ვიცი,გულახდილად ვუპასუხე და მერე დავფიქრდი,მილიონი მიზეზი მქონდა იმისთვის რომ არ უნდა მყვარებოდი,ვხედავდი ყველა შენს ცუდ მხარეს რომელსაც ფარავდი და ცხადია იმასაც რომელსაც ყოველდღიურად მაჩვენებდი. მაგრამ იყო რაღაც ამოუცნობი,ის რისთვისაც ვერც წერტილი,მომეძებნა და ვერც მძიმე,ვერც რომელიმე სიტყვა და ვერც რომელიმე განწყობა. ეს თვითონ იყო ყველაფრის საწყისი და დასასრული, ტანჯვა და სიხარულო,ტკივილი და სითბო,ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი და ვერც ვერაფერს ვუხერხებდი როცა შენს დანახვაზე სადღაც შიგნით,საკურას ფოთლები რომ სულში მოედებოდა,სულიდან სხეულში და მეც ამ სურნელს ვაფრქვევდი ცხელი სარკმეველივით. სიმპტომები ცხადი იყო მაგრამ ამ ავადმყოფობის სახელი არ ვიცი და ამიტომ ვეძებ მის თვალებში,ჩემი გადარჩენის იმედს. ყველაფრის საწყისს და ყველაფრის ბოლოსს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სიმპტომები ცხადი იყო მაგრამ ამ ავადმყოფობის სახელი არ ვიცი და
ამ ავადმყოფობის სახელია "სიყვარული" და სხვა არაფერი. სიმპტომები ცხადი იყო მაგრამ ამ ავადმყოფობის სახელი არ ვიცი და
ამ ავადმყოფობის სახელია "სიყვარული" და სხვა არაფერი.
4. ყვავილები ზედმეტად ნაზია ჩემთვის და რაც შეეხება პროზას,"უბრალოდ ემოციურად კარგი ტექსტია " ჟანრი არ აქვთ ჯერ-ჯერობით და მაგიტო :დ :დ :დ მადლობთ გეთაყვა ყვავილები ზედმეტად ნაზია ჩემთვის და რაც შეეხება პროზას,"უბრალოდ ემოციურად კარგი ტექსტია " ჟანრი არ აქვთ ჯერ-ჯერობით და მაგიტო :დ :დ :დ მადლობთ გეთაყვა
3. საკურას ფოთლებს საკურას ყვავილები აჯობებს, ალბათ :)
მაგ ავადმყოფობის სახელი როგორ არ იცით? :)
პროზა-ნაკლებად, მაგრამ ემოციურად კარგი ტექსტია.
საკურას ფოთლებს საკურას ყვავილები აჯობებს, ალბათ :)
მაგ ავადმყოფობის სახელი როგორ არ იცით? :)
პროზა-ნაკლებად, მაგრამ ემოციურად კარგი ტექსტია.
1. პრაქტიკაში არიან ასეთი ადამიანები, რომელთა მიმართაც ასე იქვევი სრულიად ძალდაუტანებლად.
ასეთს შემთხვევაში შენში საამისო საფუძვლები ამუხრუჭებს სწორედ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის. პრაქტიკაში არიან ასეთი ადამიანები, რომელთა მიმართაც ასე იქვევი სრულიად ძალდაუტანებლად.
ასეთს შემთხვევაში შენში საამისო საფუძვლები ამუხრუჭებს სწორედ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|