ოქტობრის ბოლოს აცივდა,თუმცა ვიღას ახსოვდა,მკერდი ტკივილისგან გადაგლეჯილი მქონდა და მარილიანი ცრემლები უფრო და უფრო მიწვავდა გულ-მკერდს. ეს არც ეგოიზმია და არც ეგზისტენციალიზმი,ეს სატკივარია რომელიც გროვდება,უფრო სწორედ კი მოვარდება,დაგანგრევს და წავა,სწორედ ასეთი „ქარიშხლების“ შემდეგ ცივდება ადამიანი და პატარა-პატარა სატკივარებს იოლად უსწორდება,ტკივილეთან ბრძოლა უკვე იმდენ პრობლემას აღარ წარმოადგენს რამდენადაც სიყვარულისა,თუ ნამდვილი გრძნობების მიმართ სიცივე,ეს კედელი რომელზეც ვერაფრით ვერ გადამხტარხარ,რომლის იქეთ ხედავ გულს რომელსაც სისხლის კი არ ათბობს არამედ შიგნიდან გამოედინება სითბო გარეთ,შენ კი საკუთარ სითბოს შორს დანთებული ჩირაღდანივით უყურებ,როგორც ღამით მთვარეს არ შეუძლია გაგათბოს ისე ვერ ატანს კედელში და გცივა,შიგნიდან გარეთ,ეს აუტანელი,არაადამიანური სიცივე.თითქოს კავკასიონის რომელიმე ფერდობზე დგეხარ და იქედან უყურებ ყველაფერს და აღიქვამ იქამდე სანამ ყინული გადნობას მოასწრობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არაუშავს:) 2 არაუშავს:) 2
1. დღიურში ტკივილიანი ჩანაწერი. მომეწონა. დღიურში ტკივილიანი ჩანაწერი. მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|