| ავტორი: ნექტარი ჟანრი: იუმორისტული 16 იანვარი, 2016 |
მაყვალამ დილაადრიანად გაიღვიძა. ადგა ისე რომ, ქმრისთვის არც კი შეუხედავს, ხალვათად გადაიცვა ტანზე და სამზარეულოსაკენ აიღო მიმართულება, ცოტა თავის ტკივილი აწუხებდა. გადასინჯა ყველაფერი, გაფაციცებით რაღაცას ეძებდა. ვერ იპოვა, გაბრაზდა და მცირედ შეფიქრიანებული სარკმელს მიეყუდა ჯიბეში ხელჩაწყობილი. უცებ ინდაურების კივ-კივი შემოესმა. დაიბნა, ვერ მიხვდა ცხადი იყო თუ ეჩვენებოდა. ხმა თანდათან უახლოვდებოდა. დაძაბა სმენა და ინტერესით გაეშურა იმ ადგილისკენ, სადაც ხმა უკვე ერთადგილიდან ისმოდა მონოტონურად. გავიდა ეზოში. ხედავს მის წინ ტიტველი ინდაურები, ბარეღამ აქლემებივით ძაბავენ ყინწებს და იზიდებიან მოშიებულები მისკენ. ასეთი რამ არასოდეს ენახა მაყვალას. მოჩვენება ეგონა. მაყვალა გულშეწუხებული უგონოდ დაეცა მათ წინ. ცოტა ხანში მოვიდა გონს და დაიწყო წინა დღის მოვლენების გახსენება. წინა დღეს მისმა დედამთილმა ჭაჭის არაყი გამოხადა და ბუზალუყიც იქვე არყის სახადთან გადააქცია, მერე შებუჟბუჟებული წავიდა და დაწვა და გემრიელი ხვრინვითაც ააყრუა სახლი. მაყვალა მეზობლისას გადავიდა ამ სურათით გაბეზრებული, ისე დედამთილისაგან ჩუმად, თავადაც გაუსინჯა ახალ გამოხდილ ჭაჭის არაყს ჭაშნიკი, და მშვენიერ ხასიათზედაც იყო ამიტომ, მხვრინავ დედამთილს ყურადღება აღარ მიაქცი. თორემ იქ ამბავი ატყდებოდა! დედა შვილს არ აიყვანდა ხელში.. შებინდების ხანს მაყვალა მეზობლიდან გამოვიდა სახლში და რას ხედავს, მათი ინდაურები ყრია უკლებლივ დახოცილები მიწაზე. მაყვალა შეცბა, შეეშინდა შარიანი დედამთილისა გაღვიძების შემდეგ, იფიქრა ბუმბულით მაინც ვისარგებლებ ისედაც დავზარალდიო , ადგა და თავისგადასარჩენად სასწრაფოდ დაპუტა ინდაურები და ხევში გადაყარა მოშორებით. ახლა კი მიხვდა, რომ ეს მათი ინდაურები იყვნენ, გაიქცა მეზობლისკენ იმის საკითხავად, თუ როგორ მოქცეულიყო დედამთილის რისხვის თავიდან ასაცილებლად.. მირბის მაყვალა და მისდევენ ტიტველი ინდაურები კივ-კივით. შეიყარა სოფელი, როგორც სსსსსსსსსსოფლის ყრილობამ დაააააადგინა, ცხელი ჭაჭა ინდაურებს მიურთმევია არყის სახადთან, წინა დღეს უპატრონოდ მიტოვებულებს, დამთვრალან და დაუძინიათ. შეზარხოშებულ, შეშინებულ მაყვალას კი ვეღარ გაუგია მძინარე ინდაურები მკვდარი ჰგონებია და ცოცხლად დაუპუტია. მანამ ეს საკითხი იხილებოდა მეზობლების მიერ, გაიღვიძა დედამთილმაც. გაიზმორა გემრიელად და საპახმელიოს საძებნელად კრიმანჭულის წაღიღინებით გავიდა გარეთ. უცებ ყაყანის ხმა შემოესმა. ხედავს მთელი სოფელი მისკენ მოემართება. წინ მაყვაა ხელჩაკიდებული ძალით მოყავს მეზობლის ქალს. დედამთილმა ერთი ძლიერად ამოისუნთქა და შეკივლებაც ვერ მოასწრო და წაიქცა. მისცვივდა ხალხი ახლა მას, მაგრამ წაიღო თქვენი ჭირი დედამთილმა, გევიდა გაღმა მარილზე. მალე ჩაწყნარდა სოფელი. დაივიწყეს მაყვალას დედამთილიც, მაგრამ იმ დღის შემდეგ, მაყვალას გამოჩენისას ხალხი ხით-ხითს ვეღარ იკავებდა. აი, ასე მოაშორეს მზრუნველ გურულ ქალს, დედამთილის გაზრდილმა ინდაურებმა, მხვრინავი დედამთილი თავიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს წაკითხული გაქვს?
"არაბეთის მეფის როსტომაის, მისი ბაღანაის თინაიეს და კიდომ თინაიეს შეყვარებულის - ავთანდილაის ანბავი"
არაბეთში მეფე იყო, როსტომა ერქვა სახელი- კაი მუტრუკი ყაძახი, კაის და გლახის მნახველი, თლა სასტაულად ომობდა, არ ყავდა კაცი ბადალი, ყველაი იმას აქებდა, ჭკუიანიც და აბდალიც.
არ ყავდა ბიჭი როსტომას, ყავდა თლათ ერთი ციცაი - აბჟღიალებდა ყოლისფერს, მეტოქე იყო მზისაი, ვინცხამ შეხედა გააბდლდა, გუუტყეშელდა თვალები, გუუთხუარი დატია მთელი სამეფოს ქალები...
დანარჩენი აგრეაა, წაიკითხე და იხითხითე: http://urakparaki.com/?m=4&ID=68941
ესეც მეორე ნაწილი: http://urakparaki.com/?m=4&ID=69136 ეს წაკითხული გაქვს?
"არაბეთის მეფის როსტომაის, მისი ბაღანაის თინაიეს და კიდომ თინაიეს შეყვარებულის - ავთანდილაის ანბავი"
არაბეთში მეფე იყო, როსტომა ერქვა სახელი- კაი მუტრუკი ყაძახი, კაის და გლახის მნახველი, თლა სასტაულად ომობდა, არ ყავდა კაცი ბადალი, ყველაი იმას აქებდა, ჭკუიანიც და აბდალიც.
არ ყავდა ბიჭი როსტომას, ყავდა თლათ ერთი ციცაი - აბჟღიალებდა ყოლისფერს, მეტოქე იყო მზისაი, ვინცხამ შეხედა გააბდლდა, გუუტყეშელდა თვალები, გუუთხუარი დატია მთელი სამეფოს ქალები...
დანარჩენი აგრეაა, წაიკითხე და იხითხითე: http://urakparaki.com/?m=4&ID=68941
ესეც მეორე ნაწილი: http://urakparaki.com/?m=4&ID=69136
5. უდიდესი მადლობა ნეფერტარი.
ისე ეს გურულები საინტერესო ხალხია ძალიან.
მეზობელი გურული მეკითხება-რა ქენი ანტრესორს კიბე გაუკეთეო? ვუპასუხე ხისგანო. - რატომ, რკინა არ ჯობდაო? - მძიმეაო ვუთხარი.
-რავა კისერზე უნდა ჩამეიკიდო ბიძია თუუუ!. მპასუხობს გურული.
გურული ქალი მეხმარება თხილის კრეფაში. ჩამოვიწოდე თხილის ტოტი კავით, სწვდა წვერში ხელით უცებ, მე კი კავი გამეშვა ხელიდან, გაიტაცა ქალი ტოტმა მაღლა და უცებ დაეხეთქა მიწაზე. მე ბოდიში მოვუხადე და სიცილისაგან წავიქეცი. დავადაც ხან ტიროდა, ხან იცინოდა ხან მოსთქვამდა- რაღა გითხრა ჯუმბერიე რო მოვალ, ძროხამ გემითრია უნდა მოგატყუო სხვა გზაი აღარ მაქო.
გათენდა დილა, ჭიშკრის ხმაზე გავიხედე და ვხედავ, მოდის ცხონებული ფატი დეიდა და ლილასავით აქვს მთელი სახე, კიდევ დავეცი სიცილით, ვღარ ვსუნთქავდი და მეუბნება რაია მეინელე თუ ვერა ნენა, მოხმარება ხომ არ გჭირიაო.
ეს ამბავი არ მოძველდა დღემდე ჩემთვის, ცრემლებამდე ვიცინი როცა სრულად აღვიდგენ ხოლმე.
ფატი დეიდა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ნამდვილი ხელოვნებათა დიდოსტატი. მღეროდა, ცეკვავდა, ლექსობდა და რა ვიცი, რა იყო რომ არ იცოდა.ყველაფერი უხდებოდა და ალამაზებდა.
გურულები არ მოგაწყენენ, როგორ განწყობაზეც გინდა იყო, დაგავიწყებენ ყოლისფერს.
პატივისცემით ნექტარი.
უდიდესი მადლობა ნეფერტარი.

4.
"დაკარგული სამოთხე" გამახენდა, ერთი ეპიზოდია ეგეთი... დახოცილ ინდაურებს რომ დასტირის აზნაურ მიქელაძის მეზობლად მცხოვრები გლეხის ცოლი... "თავისი არაფერი აქვთ და სხვისი არ ენანებათო..." =)) წარმოვიდგინე და მეც გულიანად გამეცინა. "გურიაში რა გინდოდა თუ სიკტილი არ გინდოდაო..." მართლა მაგრები არიან... :))

3. მუხა, და არა მარტო მაყვალას, მის ინდაურებსაც დაემართა სასტაული ამბავი, როცა მათ წარმოვიდგენ კარგად ვმხიარულობ ყოველთვის.
ცნობისათვის არ ვარ გურული. იქ მაქვს უძრავი ქონება.
ფშავის მთებში ჩაისახა ჩემი სული, აბობოქრდა ხორცშესხმული სიყმაწვილეც წყაროსავით ანკარა და ხავსუდები, სიყრმეშივე წაეკიდა ცრუ ცდუნება არ მოეშვა და თბილისში ჩამოეშვა. სულ სცხვენია სულს ამგვარი ახირება იბადება, რაწამს მთის ძირს შეუყვება.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. მუხა, და არა მარტო მაყვალას, მის ინდაურებსაც დაემართა სასტაული ამბავი, როცა მათ წარმოვიდგენ კარგად ვმხიარულობ ყოველთვის.
ცნობისათვის არ ვარ გურული. იქ მაქვს უძრავი ქონება.
ფშავის მთებში ჩაისახა ჩემი სული, აბობოქრდა ხორცშესხმული სიყმაწვილეც წყაროსავით ანკარა და ხავსუდები, სიყრმეშივე წაეკიდა ცრუ ცდუნება არ მოეშვა და თბილისში ჩამოეშვა. სულ სცხვენია სულს ამგვარი ახირება იბადება, რაწამს მთის ძირს შეუყვება.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
2. მადლობა მუხა.
გეთანხმებით, ჟანრი არასწორია. ის მართლაც, იუმორისტულია. ადმ-ას გავუგზავნე ჟანრის შეცვლაზე თხოვნა.
სიმართლე გითხრათ სხვა რამის აკრეფა მინდოდა, ეს ამბავი გამახსენდა, კარგ ხასიათზე დავდექი და ეს ავკრიფე, ჟანრი აღარ გამახსენდა. პატივისცემით ნექტარი. მადლობა მუხა.
გეთანხმებით, ჟანრი არასწორია. ის მართლაც, იუმორისტულია. ადმ-ას გავუგზავნე ჟანრის შეცვლაზე თხოვნა.
სიმართლე გითხრათ სხვა რამის აკრეფა მინდოდა, ეს ამბავი გამახსენდა, კარგ ხასიათზე დავდექი და ეს ავკრიფე, ჟანრი აღარ გამახსენდა. პატივისცემით ნექტარი.
1. ამ ინდოურებს პირდაპირ იუმორისტულში უკარი თავი, პროზაში რა უნდა, ისე სასტაული ამბავი დამართია მაყვალას.
ამ ინდოურებს პირდაპირ იუმორისტულში უკარი თავი, პროზაში რა უნდა, ისე სასტაული ამბავი დამართია მაყვალას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|