ისე შორსა ხარ პოეზიაც ძნელია მოგწვდეს, ძნელია სუნთქვაც შეაჩვიო უშენო ჟანგბადს, მე ამ ქალაქში ,ამ ზამთარში ბოლოჯერ მომკლეს და უშენობას გადმოღვრილი სისხლივით ვკარგავ.
ისე შორსა ხარ ,შეგეჩვიო ძნელია ასე, რადგან დროდადრო უხუნდება გრძნობებსაც ფერი, ქალაქში სადაც ყველა სითბოს ზამთარი ჭამდა ვიყავი მარტო და ბოლო ლექსს ვფიქრობდი შენთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|