ავხედე ზეცას სამყაროს სარკეს თავგამეტებით მინდოდა მისით, მეპოვა თავი, მენახა სახე საკუთარი ,,მე" მოცული ნისლით. მაგრამ სახეზე თითქოს არაფრით განსხვავებული არ ჩანდა მზერა, თუმცა თვალებში რწმენის დაფარვით კრთოდა სიცრუის ყალბი სიმღერა. ვცადე ამეხსნა, მაგრამ ამაოდ ვერც დღეს ვგებულობ რა იყო იგი, რა იყო რამცა სულში ჩამავლო და დამიტოვა გავლენა დიდი. მომოჯახუნა კარი აწმყოსი, კარი მომავლის და გზა აბნეულს შემკედლა წარსულს, ჩაკვდა პატოსი, ვეღარ ვიოკებ ფიქრებს არეულს. არ მწამს არაფრის თუმც ღამეს ვეტრფი, არ მწამს უფლის და მას არ ვემონვი ვიპოვე ჩემი "მე" სიცილით გეტყვით თქვენს წინაშეა ახლა დემონი. დღეს შევეთვისე, შევერწყი ეშმაკს ვპოვე ბნელეთის შავი ძალები, მე ჯოჯოხეთის დაგიდგამთ სპეკტაკლს და ნურც ნურავინ გამოძალდებით. ანდაც იბრძოლეთ, გამრიყეთ ცალკე, რათა გადარჩეთ ავი ძალისგან გამრიყეთ თქვენგან თუ გსურთ გადარჩეთ, მეც დამიცავით ჩემი თავისგან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ro gitxrat dawerisa da gamoqveynebis dro ascda ertmanetstqo mogatyuebt radgan mxolod gamit vwer.... gamodis ro ver daminaxia "giad" samyaros kari... ro gitxrat dawerisa da gamoqveynebis dro ascda ertmanetstqo mogatyuebt radgan mxolod gamit vwer.... gamodis ro ver daminaxia "giad" samyaros kari...
1. გამოქვეყნების დროს შევხედე და შემოვედი. . დრო, როცა სამყაროს კარია ღია. . ასეთ დროს ასეთი ლექსი.. საშიშია..(?!)
რაღაც სიტყვები ვერ..ისე კი..მესმის..
გამოქვეყნების დროს შევხედე და შემოვედი. . დრო, როცა სამყაროს კარია ღია. . ასეთ დროს ასეთი ლექსი.. საშიშია..(?!)
რაღაც სიტყვები ვერ..ისე კი..მესმის..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|