 | ავტორი: გულისტუზა ჟანრი: პოეზია 13 იანვარი, 2016 |
მენატრება სუნი ბალახის და მიწის გაზაფხული უმი სიმინდივით იწვის ჩემს სულში და ბზარავს ქალაქის სქელ ასფალტს მტვერს, მანქანებს, ქარხნებს საცობების ასხმას. აგურები მკაცრი მკვდრისფერ სახით სხედან არსად მწვანე არ ჩანს არც შიგ, არც გარედან. ჭადრის, ფიჭვის სუნთქვა შენობებმა შთანთქა არ მეპატიება ამ ტკივილის ართქმა. მკერდგაჩეხილ ნაძვებს მწვანე სისხლი სდით და სწორედ იმ ტოტს ვიჭრით რომელზედაც ვზივართ. ზღვის ჰაერით სავსე ქალაქს მშვიდად სძინავს ხის ობოლი სული ქალაქის თავს ფრინავს და ერთხელაც წავალ ხეებთან. შორს, ტყეში ბინას იქვე ვპოვებ სადმე, მუხის ხეში. რომ იქ დავრჩე, მარად დავუბრუნდე საწყისს მანამდე კი ქალაქს უადამიანო ქალაქს ნაძვის ფიჭვის ჭადრის ცხელი ცრემლით აწვიმს..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|