 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 15 იანვარი, 2016 |
ერთხელ შემიყვარდა... შემიყვარდა ჩემ თავზე უფრო მეტად... მიყვარდა გულწრფელად, მიყვარდა სრულად, მიყვარდა მისი ყოველი უჯრედი, მისი ნიჭიერება, მისი სიღრმე, ხმა, სურნელი, ღიმილი, გამოხედვა, სინაზე, მიამიტობა... მინდოდა მოვფრთხილებოდი და დამეცვა ყველაფრისგან. მეგონა, რომ გაცივდებოდა და ამიტომ ჩემს სიყვარულში შევფუთე. შემოვახვიე სიყვარული ყველა მხრიდან, რომ ცივი ნიავი არ მიკარებოდა. ცოტა ხანი ესიამოვნა, გათბა და უბედნიერესები ვიყავით.. თუმცა შემდეგ დაცხა, ძალიან დაცხა და მისთვის ეს სიცხე გაუსაძლისი გახდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო, შემოიხია ჩემი სიყვარული, ჩაჯდა მატარებელში და წავიდა დრეზდენში, ჩემგან 400 კილომეტრის დაშორებით... მე დავრჩი მუდამ ღრუბლიან ჩრდილოეთში... არ მეძინა, არ ვჭამდი, არ ვიცინოდი, არ ვსაუბრობდი, მხოლოდ გული მტკიოდა სიყვარულისგან... გავიდა ბრძოლის რამოდენიმე წელიწადი და მეც ჩემი გულიდან ცივი სკალპელით ნაწილ ნაწილ ამოვიჭერი გრძნობა და გალაქტიკის ერთერთ შავ ხვრელში, რომელსაც "ნასამ" გრძნობების სასაფლაო უწოდა, სწორედ იქ დავმარხე.. გავიდა 15 წელი, გავიზარდე, შევხვდი მრავალ ადამიანს, ყველა ერთიმეორეზე უკეთესი იყო. ვეცადე ახალი, მძაფრი გრძნობებით ამევსო ისევ ჩემი გული. გერმანიისა და საქართველოს საუკეთესო ნეიროქირურგებიც კი ჩავრიე საქმეში, რათა ახალი გრძნობები ჩემი ორგანიზმის ძველ ნერვულ დაბოლოებებთან დაეკავშირებინათ, თუმცა უშედეგოდ... ჩემდა უნებურად გავხდი ჯალათი, რომელიც ჩემზე შეყვარებულ ადამიანებს უგრძნობელობის ცივი სუსხით სჯის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თავის მართლებაც არის ალბათ ცოტათი :) თავის მართლებაც არის ალბათ ცოტათი :)
2. ძალიან მომეწონა, თუმცა გული უნდა ამოგეჭრა, სხვა გული ჩაგედგა და ის გრძნობაც გაგიქრებოდა, (ეს ხუმრობით) მომეწონა ბოლო ფრაზა. ძალიან მომეწონა, თუმცა გული უნდა ამოგეჭრა, სხვა გული ჩაგედგა და ის გრძნობაც გაგიქრებოდა, (ეს ხუმრობით) მომეწონა ბოლო ფრაზა.
1. ერთგვარი თავისმართლებაა :)
ერთგვარი თავისმართლებაა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|