ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2016


წასვლა

მივქრივარ დროში ასამდე კილომეტრ საათით
და ამავეთი ვშორდები გულისთქმას საუთარ
ვშორდები სიმშვიდეს და სისხლის დინებას წაართვით
სიჩქარე, ჩაუშვით ღუზა, თორემ გულს გაგუდავს
ცუნამად, მოავრდნა სისხლის ნაპირთან, გულამდე
თუნდაც ჟანგბადის დოზა მეტი დახვრეტილ ფილტვებს
გაფანტავს წამში ფოთლებად შემოდგომამდე,
როგორ ხეები მოძველებულ ტოტებს რომ იმტვრევს
ქარიშხლით, ზამთრამდე წამი რომ რჩება და თოვლიც
არ დაყოვნებს მოეკიდება დაბზარული მიწის ნაპრალებს
შეიპყრობს, ჩარაზავს სუსხი როგორც მთებს დათოვლილს
და როცა გრძნობები მზერას უკან რომ აპარებს
მსგავსად მდლოზე მოფენილი ახალი თოვლის
ტკივილით, რომელიც უეცრად შეადნა მზის სხივს
წყაროს წყალივით გამოჟონავს თვალებში ცრემლი,
სევდის ფერებით დანამული იტირებს მისთვის.
არწასვლის ჟინით დაიმტვრა ფიქრი წვიმაში,
გულისცემა კი ფრთებს დაალეწს წისქვილებს ქარის
გადავივიწყებ ოდნავ შიშსაც ბედთან თამაშის
როცა ვიცი რომ ვინც დავტოვე ისევ იქ არის.
უსასრულობა მოხიბლული იყო სივრცეთი
მზერა სიამით გასცქეროდა ჰორიზონტს, ლაჟვარდს
და დაჟინებით თოვლიანი მთების სივრცე კი
დაბრუნებისკენ უბიძგებდა ჩემ გზების ნაჯვარს,
დავბრუნდებოდი, რომ მცოდნოდა შენც ჩაგისაფრდა
იანვრის თვეში სიყვარულის ქარი თავნება
რომ გაგიშალა იდუმალი სევდის აფრა და
რომ დაგებედე ღამეული სიზმრის ზმანებად.
ნაცნობ თვალებში ჩამეხედა მინდოდა შენთვის,
უსასრულობა წამეკითხა იქ ჩემი გულის
და ქარიშხალი სიყვარულის თანახმად ღმერთის
გაგვიტაცებდა – ჩვენი ბედი ასე რომ გველის.
დიახ, წავედი მივატოვე ჩემი სიმშვიდე
და როგორც ღამე წამების თვლით დავიწყებ თევას
დღეს შეიძლება მონატრების სევდა ვიშვილო,
მაგრამ ამ წასვლის, მდუმარების ავიღებ რევანშს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები