მაგ შეცდომას ნუ დაუშვებ, შენს ოთახში იყავ. მზეს რად გინდა შეეფიცხო, თუ ეწევი შიპკას? კარს იქითკენ აზრს ნუ ეძებ - აღტაცების ხმაში. მხოლოდ საპირფარეშოში - და მობრუნდი წამში.
ო, ნუ გახვალ ოთახიდან, ნურც შინ უხმობ ხალისს. რადგან ეს სამყარო ერთი დერეფნისგან არის - მრიცხველით მის ბოლოს. და თუ შემოვა შინ ვინმე, მყისვე უბრად გააძევე, ნურც გაახდევინებ.
ოთახიდან ნუ გახვალ-თქო; ვითომ სენმა კავი მოგსდო. ვის უნდა დაუთმო კედლები და სკამი? რა აზრი აქვს გასვლას? - მაინც ისევ უკან მოხვალ, ისეთივე ზუსტად, თუმცა ნაგვემს გელის ოხვრა.
ოხ, ოთახიდან ნუ გახვალ. ამუღამე ცეკვა, ისე, რომ ფეხსაცმელები უწინდებოდ გეცვას. თხილამურის საცხის სუნი შემოსასვლელს ეკვრის. ბევრი გიწვალ-გიშრომია; რაღა გინდა მეტი?..
ოთახიდან ნუ გახვალ. ჰო, დე, ოთახმა მხოლოდ იმკითხაოს შენს იერზე. ინკოგნიტოდ ცხოვრობ - ფიქრობ - ანუ ცოცხლობ? - გულის ფორმის იარავ, გარეთ უშნო ხედს თუ ნახავ - საფრანგეთს კი არა.
ნუ იქნები შტერი! იყავ, ვინც ვერ შესძლეს სხვებმა. ნუ დატოვებ ოთახს! ანუ, მიეც ავეჯს შვება, შპალერს სახით შეერწყი და ბარიკადებს იქეთ, კოსმოს-ეროს-ვირუს-რასებს ყოფა "აქეიფებს".
Не выходи из комнаты, не совершай ошибку. Зачем тебе Солнце, если ты куришь Шипку? За дверью бессмысленно все, особенно - возглас счастья. Только в уборную - и сразу же возвращайся.
О, не выходи из комнаты, не вызывай мотора. Потому что пространство сделано из коридора и кончается счетчиком. А если войдет живая милка, пасть разевая, выгони не раздевая.
Не выходи из комнаты; считай, что тебя продуло. Что интересней на свете стены и стула? Зачем выходить оттуда, куда вернешься вечером таким же, каким ты был, тем более - изувеченным?
О, не выходи из комнаты. Танцуй, поймав, боссанову в пальто на голое тело, в туфлях на босу ногу. В прихожей пахнет капустой и мазью лыжной. Ты написал много букв; еще одна будет лишней.
Не выходи из комнаты. О, пускай только комната догадывается, как ты выглядишь. И вообще инкогнито эрго сум, как заметила форме в сердцах субстанция. Не выходи из комнаты! На улице, чай, не Франция.
Не будь дураком! Будь тем, чем другие не были. Не выходи из комнаты! То есть дай волю мебели, слейся лицом с обоями. Запрись и забаррикадируйся шкафом от хроноса, космоса, эроса, расы, вируса.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დიდი მადლობა რჩევა/შენიშვნებისთვის! :) ვეცდები გავითვალისწინო. დიდი მადლობა რჩევა/შენიშვნებისთვის! :) ვეცდები გავითვალისწინო.
3. კარგი თარგმანია, ბექა...
რაღაი, თავად თვლი, რომ კიდევ დასამუშავებელია, მაშინ იქნებ ამ ნიუანსებსაც მიაქციო ყურადღება:
1. სათაური: აუცილებლად საჭიროებს სიტყვების მართებულ დალაგებას, მათი აქცენტირების ხარისხის მიხედვით, რამდენადაც თავად სათაურია საპროტესტო ლოზუნგი, -
ყველაზე მთავარია, - არ/ნუ - უარყოფითი ნაწილაკი (არ გააკეთო რაღაც); მომდევნო დატვირთვა აქვს მოქმედებას (რა არ უნდა გაკეთდეს) - ნუ გამოხვალ! და მხოლოდ მესამე ადგილზეა ადგილის გარემოება (ოთახი), რომლის დეტალური განმარტება უკვე თავად ლექსია, - ნუ გამოხვალ ოთახიდან!
2. "რადგან ეს სამყარო ერთი დერეფნისგან არის" - ეს ფრაზა აუცილებლად გადასაკეთებელია, რადგან ზუსტადაც სამყაროსგან მოწყვეტილ (კორიდორში მოქცეულ), ჩაკეტილ სივრცეზეა აქცენტი;
3. უწინდებო ფეხსაცმლით ცეკვა შენთან თითქოს მოწოდებასავით ჟღერს. არადა, უწინდებო ფეხსაცმელი და შიშველ ტანზე პალტო, იმ ხანის რუსული ყოფის ტიპიური, სტატიკური იმიჯია;
4. და ბოლო ფრაზა, როგორც იასონმა აღნიშნა... მართლა იუველირული ფრაზაა ორიგინალში და იქნებ ზუსტი ასლი მოახერხო...
წარმატებები მხოლოდ... ძალიან კარგი თარგმანია!
კარგი თარგმანია, ბექა...

2. გმადლობ, იასონ! არა მხოლოდ ფინალი ითხოვს დამუშავებას:) ჩემი სულსწრაფობა რომ არა, ჯერ არ გამოვამზეურებდი. გმადლობ, იასონ! არა მხოლოდ ფინალი ითხოვს დამუშავებას:) ჩემი სულსწრაფობა რომ არა, ჯერ არ გამოვამზეურებდი.
1. ფინალი უკეთესად დამუშავებას ითხოვს. საერთოდ კი, არ არის ურიგო ნაშრომი
ფინალი უკეთესად დამუშავებას ითხოვს. საერთოდ კი, არ არის ურიგო ნაშრომი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|