ჩემს და შენს შორის მანძილი იცვლება ყოველდღე, ყოველწუთს, ყოველწამს.
ეს გრძნობა უაზრო ფიქრებით ივსება გიგზავნი მესიჯს, ჩემო კარგო, ხან გიძღვნი ლექსებს და ვტირი, რადგან შენ - სხვაგან, მე - სხვაგან, ვალაგებთ ნივთებს.
და მეზიზღება, როცა მკერდი არ გიჩანს დიდი და ჩანს პატარა, და მეცინება, როცა ღამით ვანძრევ და ვიცი, მე ვარ სატანა.
გათენებისას კი გადავიქცევი ღმერთად, მომენატრება ძილი და უფრო მეტად ბგერა - შენი, და ცხვირი და ხმა - უნიკოტინოდ ჩახლეჩილი, და ისევ ამოვა მზე, და დაეშვება ღამე, ჩამოვა ბნელი დედამიწაზე, ღმერთიც ეშვება ჩვენზე ფიქრს, კვლავ სვავს ძელგ ღვინოს, მე თვალებიდან სისხლდენას ვიჩერებ ცრემლით, ვერთობი ისევ პოეზიით და გითმობ ფიქრებს. ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო, ხვალ რომ ჩემს ტვინში ვუვუზელების ხმა შეიჭრება აღარ მექნება დანძრევის თავი, დავწვები, ისევ დავწერ ლექს შენზე და დავმშვიდდები.
ალბათ გვამები კვდებიან ღამე გათენებისას კი ცოცხლდებიან, ჩემი ფიქრები ქრებიან ღამით და მზის ამოსვლას ელოდებიან.
ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო ხომ იცი სექსი ლექსის გარეშე არის ყლეობა, და მე არ მინდა მოვიქცე ისე, რომ დავემსგავსო ამ უზნეობას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|